ბლესტარი / BLESTAR

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბლესტარი / BLESTAR-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბეტაჰისტინი/betahistine

ბლესტარი / BLESTAR-ის    კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: თავბრუსხვევის სამკურნალო საშუალება.


ბლესტარი / BLESTAR აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქ კოდი N07 CA01
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ბლესტარი
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს – 8 მგ;
ბლესტარი
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს – 24 მგ;
ბლესტარ ფორტე
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს – 16 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ბეტა-ციკლოდექსტრინი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს, იგი მოქმედებს ცნს-ის ვესტიბულური ბირთვების და შიგნითა ყურის H1  და H3 რეცეპტორებზე. პრეპარატი პრეკაპილარული სფინქტერების მოდუნების საშუალებით აუმჯობესებს კაპილარების გამტარობასა და მიკროცირკულაციას. ახდენს ენდოლიმფური წნევის ნორმალიზებას ლაბირინთსა და ლოკოკინაში, ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ბაზილარულ არტერიებში. ბლესტარი აინჰიბირებს აგზნებადობის პიკების წარმოქმნას ლატერალური და მედიალური ვესტიბულური ბირთვების ნეირონებში.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ ბლესტარი სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს ორი მეტაბოლიტის წარმოქმნით. ბლესტარის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5 სთ-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3-5 სთ-ში, მისი უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით სამი დღის განმავლობაში.

ჩვენება:
– მენიერის დაავადება;
– სხვადასხვა გენეზის ვესტიბულური თავბრუსხვევა;
– სინდრომები, რომლებიც მიმდინარეობენ თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, ყურებში შუილითა და სმენის პროგრესული დარღვევით, გულისრევითა და ღებინებით.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს – 8-16 მგ-ს სამჯერ დღეში  ჭამის დროს. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს – 24-48 მგ-ს დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:
ბლესტარი ხასიათდება კარგი ამტანობით, მაგრამ იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, კანზე გამონაყარი, ტრემორი, პერიფერიული ვაზოდილატაცია, გაძლიერებული პულსაცია და ტაქიკარდია.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ფეოქრომოციტომა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედების გამო ბლესტარი არ ინიშნება ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმის, ღვიძლის პათოლოგიების მქონე პაციენტებში, ასევე ანამნეზში წყლულოვანი დაავადების არსებობის დროს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ალუმინის სტრიპებში, 3 სტრიპი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:  გაიცემა რეცეპტით.

გამოშვების ფორმა: 8მგ, 16მგ და 24მგ ტაბლეტი #30

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

გაფრთხილება