ბოლი სპაზმი / Boli Spazm

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბოლი სპაზმი / Boli Spazm-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
მეტამიზოლ ნატრიუმი, პიტოფენონის ჰიდროქლორიდი და ფენპივერინიუმის ბრომიდის ტაბლეტები


ბოლი სპაზმი / Boli Spazm აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური პრეპარატები

შემადგენლობა
თითოეული შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
მეტამიზოლ ნატრიუმი (ანალგინი) EP  500მგ
პიტოფენონის ჰიდროქლორიდი                5.0მგ
ფენპივერინიუმის ბრომიდი                      0.1 მგ

აღწერა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი შემოუგარსავი ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა:
მეტამიზოლ ნატრიუმი სწრაფად და სრულად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, მეტაბოლიზდება ღვიძლში სხვადასხვა მეტაბოლიტებად და მიღებული დოზის მხოლოდ 3% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლში დაახლოებით 2.7 საათია.

ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოლოგიური მოქმედება
მეტამიზოლ ნატრიუმი, პიტოფენონის  ჰიდროქლორიდი და ფენპივერინიუმის ბრომიდი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც მიეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ და სპაზმოლიზურ პრეპარატთა ჯგუფს. ნატრიუმის მეტამიზოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პიტოფენონი ამჟღავნებს პირდაპირ მიოტროპიულ მოქმედებას შინაგან გლუვ კუნთებზე.
ანტიქოლინერგიული მოქმედების გამო ფენპივერინიუმის ბრომიდს გააჩნია დამატებითი მიორელაქსაციური მოქმედება გლუვ კუნთებზე. მოცემული სამი აქტიური ნივთიერების კომბინაცია იწვევს სინერგიზმს ტკივილის მოხსნის, გლუვი კუნთების რელაქსაციის და ტემპერატურის დაწევის სახით.
მეტამიზოლ ნატრიუმს გააჩნია როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ასევე ანტისპაზმოლიზური მოქმედება. მოცემული სპაზმოლიზური მოქმედება გაძლიერებულია პაპავერინის ანალოგის, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის მიერ, ასევე პარასიმპათოლიზური მოქმედების კომპონენტის, ფენპივერინიუმის ბრომიდის მიერ.

გამოყენების ჩვენებები
გლუვი კუნთების მტკივნეული სპაზმები-თირკმლის კოლიკა,  შარდსაწვეთის სპაზმები, შარდის ბუშტის ტენეზმები, სანაღვლე გზების კოლიკა,  სანაღვლე გზების დისკინეზია, ნაწლავის და კუჭის კოლიკა, სპასტიური დისმენორეა, ბრონქული ასთმის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაროქსიზმი.

დოზირება და მიღების წესი:
მოცემული დოზების მიღება ხდება დღეში სამჯერ:
მოზრდილები და მოზარდები 15 წლიდან: 1-2 ტაბლეტი
ბავშვები 7-14 წლის: ½  – 1 ტაბლეტი.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები
ჩამოთვლილია პრეპარატთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვაგვარად იმოქმედონ პაციენტებზე. თუ ინსტრუქციაში მითითებულია გვერდითი მოვლენა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა განვითარდეს ყველა პაციენტში მეტამიზოლ ნატრიუმს, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის და ფენპივერინიუმის ბრომიდის კომბინირებული პრეპარატის გამოყენებისას.
მეტამიზოლ ნატრიუმს, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის და ფენპივერინიუმის ბრომიდის კომბინირებული პრეპარატი როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (კანი გამონაყარი, ქავილი), მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, თვის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის შემცირება, ციანოზი და პოლიკარდიის განვითარება. ხანგრძლივი გამოყენებისას – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ნეიტროპენიის განვითარება.

უკუჩვენებები
მეტამიზოლ ნატრიუმს, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის და ფენპივერინიუმის ბრომიდის კომბინირებული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შემდეგი მდგომარეობების დროს;
• პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
• სისხლის მხრივ დისკრაზიები
• ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა
• კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის აქტიური წყლული
• ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა
• პარალიზური ილეუსი
• ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატებთან ურთიერთქმედება
მეტამიზოლ ნატრიუმს, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის და ფენპივერინიუმის ბრომიდის კომბინირებული პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რა სახის პრეპარატებს იღებთ, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ და მცენარეულ პრეპარატებს. ასევე მოცემული პრეპარატის მიღების დროს რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს სხვა პრეპარატების მიღების დაწყებამდე იმისათვის რომ დარწმუნდეთ კომბინაციის უსაფრთხოებაში.
• მეტამიზოლ ნატრიუმს, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის და ფენპივერინიუმის ბრომიდის კომბინირებული პრეპარატის და სხვა აასს-ების კომბინაციამ შესაძლებელია გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი.  დაუშვებელია მეტამიზოლ ნატრიუმის, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის და ფენპივერინიუმის ბრომიდის კომბინირებული პრეპარატის გამოყენება ანტიდეპრესანტებთან, კონტრაცეპტივებთან და ალოპურინოლთან ერთად.
• ბარბიტურატები, ფენილბუტაზონი და ღვიძლის  მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორები ამცირებენ მეტაბოლიზმის მოქმედებას.
• სედაციური და ანტიფსიქოზური პრეპრატები ზრდიან ნატრიუმის მეტამიზოლის, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის და ფენპივერინიუმის ბრომიდის კომბინირებული პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
• ნატრიუმის მეტამიზოლის, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის და ფენპივერინიუმის ბრომიდის კომბინირებული პრეპარატი ზრდის სისხლში ციკლოსპორინების დონეებს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები
არ არის რეკომენდებული მეტამიზოლ ნატრიუმის, პიტოფენონის ჰიდროქლორიდის და ფენპივერინიუმის ბრომიდის კომბინირებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის ისტორიის, მწვავე ხანგამოშვებითი პორფირიის, გლუკოზო-6-ფოსფატის დეფიციტის, ანემიის, ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, სითხის შეკავების, სისხლძარღვთა უკმარისობის ტენდენციის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს; დახურულკუთხოვანი გლაუკომას, ნაწლავის გაუვალობის მექანიკური მიზეზების, მეგაკოლონის შემთხვევაში.
ბრონქული ასთმის ან ქრონიკული რესპირატორული ინფექციების დროს, პაციენტებში სხვა ჰიპერმგრძნობიარე რეაქციების, ასევე არასამედიცინო საშუალებების მიმართ რეაქციების ისტორიით, მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს, რომელთაც ტკივილგამაყუჩებელი ან ანტირევმატიული საშუალებების მიღებისას შესაძლებელია განუვითარდეთ შოკი (ტკივილგამაყუჩებლების აუტანლობა). მსგავსი წინასწარგანწყობა შესაძლებელია ასევე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ რეაქცია მცირე რაოდენობით გამოყენებული ალკოჰოლური სასმელების მიმართ ცემინების, ცრემლდენის და სახის ძლიერი გაწითლების სახით.

ჭარბი დოზირება:
შემთხვევითი მოწამვლის ან ჭარბი დოზირების შემთხვევაში ტოქსიური ეფექტების მკურნალობა სიმპტომური და შემანარჩუნებელია.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ალუ/პვქ ბლისტერზე 10 ტაბლეტი, 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება 25°C  ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
36 თვე

გამოშვების ფორმა: 500მგ+5მგ+0,1მგ ტაბლეტი №20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Unimax Laboratories, ინდოეთი

გაფრთხილება