ბრიაკონელი – BRYACONEEL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბრიაკონელი – BRYACONEEL-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რესპირატორული ტრაქტის ანთებითი დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.


ბრიაკონელი – BRYACONEEL სიტყვა აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
1 ტაბ.
Bryonia D4……………         120 მგ
Aconitum D4…………         150 მგ
Phosphorus D5………         30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:
ნევრალგიები, მათ შორის რევმატიული წარმოშობისა;
გრიპოზული ინფექციები. პრეპარატი ინიშნება ასევე პნევმონიების, გაციებით გამოწვეული მწვავე დაავადებების (რასაც თან ახლავს ხველა), ბრონქიტის, ლარინგიტის, მწვავე და ქრონიკული პლევრიტისა. ოსტეოქონდროზით გამოწვეული მტევნების და ტერფების პარესთეზიის, პირველადი ქრონიკული პოლიართრიტის -განსაკუთრებით ზემო კიდურებში ტკივილების დროს.
კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების, სეროზული გარსების ანთების დროს.
სხვადასხვა ხასიათის ანთების დროს იგი ზემოქმედებას ახდენს შემაერთებელ ქსოვილსა და ლორწოვან გარსზე.

მიღების წესები და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ. მწვავე შემთხვევებში მკურნალობას იწყებენ თითო ტაბლეტით ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.

უკუჩვენებები:
არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.  მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება