ჟანგბადის კონცენტრატორი

ქვემოთ, ამავე სტატიაში ნახავთ ,,ამაზონზე” განთავსებული  ჟანგბადის კონცენტრატორების განყოფილებაზე გადამყვან ლინკებს, მიმდინარე ფასდაკლებებითა და აქციებით. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

♦ რა არის ჟანგბადის კონცენტრატორი და მისი გამოყენების სფერო

ჟანგბადის კონცენტრატორი სპეციალური აპარატია, რომლის დანიშნულებაა ჟანგბადის მოლეკულების გამოყოფა ატმოსფეროდან, მათი კონცენტრაცია და სუფთა ჟანგბადის სახით მიწოდება. გამოიყენება ჟანგბადით თერაპიის (ოქსიგენოთერაპიის) დროს – როდესაც პაციენტისათვის აუცილებელია მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის მიწოდება, ვიდრე ეს ატმოსფერულ ჰაერშია. ჟანგბადის კონცენტრატორი შეკუმშული ჟანგბადის ალტერნატივაა, ამასთან უფრო უსაფრთხო და შედარებით იაფი, – ლიტრზე გადაანგარიშებით.



♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


ჟანგბადის კონცენტრატორი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით. მათი დახმარებით ატარებენ ჟანგბადით თერაპიას სუნთქვის უკმარისობის მქონე ადამიანებში, ასევე იმ ქალაქების მაცხოვრებლებში, სადაც ჰაერი განსაკუთრებით არის დაბინძურებული.

ჟანგბადის კონცენტრატორი აუცილებელია დაავადების ბოლო სტადიებზე მყოფი ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ძლიერი ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა.

აპარატის  მუშა მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა მისი შეერთება 220 ვ/50ჰც წყაროსთან. კონცენტრატორის სიმძლავრე აუცილებლობის შემთხვევაში 1 წუთში 10 ლიტრამდე ჟანგბადის წარმოების საშუალებას იძლევა.

♦ რისთვის არის განკუთვნილი ჟანგბადის კონცენტრატორი

ჟანგბადით თერაპია ინიშნება პოსტოპერაციულ პერიოდში იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ სუნთქვის დარღვევები, ან გულის უკმარისობა. ჟანგბადის კონცენტრატორის გამოყენება შესაძლებელია როგორც  სამკურნალო დაწესებულებებში, ასევე სახლის პირობებშიც, ადვილია მისი ექსპლუატაცია და არ არის საჭირო დამატებითი მომსახურება.

საავადმყოფოში ან კლინიკაში ჟანგბადის კონცენტრატორის დამონტაჟებისას, ის შეიძლება შეუერთდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის სანარკოზე აპარატურას. მოწყობილობას აქვს თვითდიაგნოსტიკის ჩატარების საშუალება, რომელიც რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში (ქსელიდან გამორთვისას ან წყაროს შეფერხების დროს) იწყებს მუშაობას. მოწყობილობა მოსავლელადაც მარტივია – საჭიროა მხოლოდ ფილტრის გაწმენდა.  ეს შესაძლებელია მტვერსასრუტით ან ფილტრის წყლის ქვეშ გარეცხვით.

♦ ჟანგბადის კონცენტრატორის მუშაობის პრინციპი

კონცენტრატორის მიერ გამომუშავებულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაცია შეადგენს 95%-ს. კონცენტრატორის მუშაობისთვის საკმარისია 220 ვ კვების წყარო, რაც მთავარია არ არის საჭირო საწვავი. არის მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ აკუმულატორის ელემენტების საშუალებით, რაც მათ გაცილებით მობილურს ხდის.

ჟანგბადის კონცენტრატორი მუშაობს ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაშიც. ასეთ სიტუაციაში მოწყობილობა გადადის ელემენტებით ფუნქციონირების რეჟიმში. პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორი რეზერვში აქვს თითქმის ყველა საავადმყოფოს, რადგანაც თხევადი ჟანგბადის შემცველ ბალონებთან შედარებით უფრო იაფი და კომპაქტურია, არ მოითხოვს რთულ მოვლას. მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ პირობებში აუცილებლობის შემთხვევაში.

ჟანგბადის კონცენტრატორის გამოყენების დროს შეიძლება არ მოწყდეთ ჩვეულ საქმეს, მაგალითად: შეგიძლიათ უყუროთ საყვარელ ტელეგადაცემას. ჟანგბადის კონცენტრატორი შეუცვლელია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჟანგბადით თერაპია დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის განსაკუთრებით პოპულარული მეთოდია.  კონცენტრატორებს განსახვავებენ მოდელებისა და გამოყენებული ენერგიის რაოდენობის მიხედვით. ჟანგბადის კონცენტრატორის შეძენისას, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეიძენთ მოწყობილობას, რომელიც იყენებს ნაკლებ ენერგიას და ეკონომიურიცაა; რამდენიმე მოდელის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ პირობებში და 24 სთ-ის განმავლობაში.

♦ ჟანგბადის კონცენტრატორის გამოყენების სფერო

ჟანგბადის კონცენტრატორის გამოყენება შესაძლებელია ყველგან, სადაც აუცილებელია ჟანგბადი:

  • საოპერაციო ოთახები
  • რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები
  • თერაპიული და ქირურგიული განყოფილებები
  • „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ ავტომობილები
  • ფიზიოთერაპიული კაბინეტები
  • სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები
  • მავნე საწარმოები
  • სარეაბილიტაციო ცენტრები
  • სამაშველო რაზმები
  • სახლის პირობებში

ჟანგბადის გამოყენება აუცილებელია ექსტრემალური სიტუაციების დროსაც, როგორიცაა კატასტროფები, გადაუდებელი მდგომარეობები, რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება, ნარკოზი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციით სხვადასხვა ქირურგიული ჩარევებისას. ჟანგბადის კონცენტრატორები ფართოდ გამოიყენება სამშობიარო სახლებში, ბავშვთა საავადმყოფოებში, სადაც ბავშვებს ათავსებენ კიუვეზებში ან დედის დასახმარებლად პათოლოგიური მშობიარობის დროს. ჟანგბადის ანტიჰიპოქსიური და დამამშვიდებელი ეფექტის წყალობით, კონცენტრატორებს შეუძლიათ გამოიყვანონ ავადმყოფები ნარკოტიკული კომიდან და დელირიუმიდან, ამდენად ეს აპარატები შეუცვლელია ნარკოლოგიური კაბინეტებისთვის და სტაციონარებისთვის.

♦ სად გამოიყენება ჟანგბადის კონცენტრატორი

ჟანგბადის კონცენტრატორები ფართოდ გამოიყენება სახლის პირობებში. მათი დახმარებით ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს უტარებენ ხანგრძლივ ჟანგბადის თერაპიას. ჟანგბადის კონცენტრატორები გამოიყენება როგორც საავადმყოფო, ისე სახლის პირობებში, რადგანაც ისინი არც თუ ისე ძვირია, კომპაქტურია, მოსახერხებელია გამოყენებისთვის და ექსპლუატაციისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს თავისუფლად ჩაანაცვლონ ჩვეულებრივი ჟანგბადის ბალონების გამოყენება. ჟანგბადის კონცენტრატორები სასარგებლოა იქნება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მიდრეკილნი არიან ჟანგბადის დეფიციტისკენ. ჟანგბადის თერაპია აჩქარებს ნაბახუსევის სინდრომის მოხსნას, რადგანაც ყველაზე ხშირად ნაბახუსევის დროს თავის ტკივილი გამოწვეულია ჰიპოქსიით ანუ თავის ტვინში ჟანგბადის უკმარისობით.

ჟანგბადის დეფიციტის დიაგნოსტირებისთვის დაგეხმარებათ შემდეგი ნიშნები –

♦ ჟანგბადის დეფიციტის ნიშნები

  • კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე
  • სახის კანის ფერის გაუარესება
  • ძილის დარღვევა, დეპრესია
  • თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
  • სწრაფად დაღლა და გაღიზიანებადობა
  • მეხსიერების შესუსტება და გონებრივი ქმედითუნარიანობის დაქვეითება
  • სექსუალური სურვილისა და ფიზიკური აქტიურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება
  • ჭარბი წონა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • საკვების რთულად ათვისება
  • სიცივისადმი გამძლეობის დაქვეითება
  • ინფექციური დაავადებები და გრიპი
  • იმუნიტეტის გაუარესება და ონკოლოგიური დაავადებები