Bifidobacterium animalis subsp. lactis შტამი BB-12

Bifidobacterium animalis subsp. lactis შტამი BB-12
(ლათ.)- ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ბიფიდობაქტერიები შტამი. მისი წარმომადგენლები არიან გრამდადებითები, უმოძრაო ანაერობული ბაქტერიები, წარმოქმნიან რძემჟავას, არ გააჩნიათ კატალაზური აქტიურობა. BB-12 აქვს არარეგულარული, ჩხირისმაგვარი ფორმა, წარმოქმნიან სპორებს და არიან ერთ-ერთი ყველზე მეტად გავრცელებული ბაქტერიები, რომლებიც პრობიოტიკების შემადგენლობაში შედის. 2014 წლის მდგომარეობით, ბიფიდობაქტერიის აღნიშნული შტამი, გამოყენებულია 130 კლინიკურ გამოკვლევაში. შედეგად დადგინდა, რომ BB-12 პრობიოტიკული პრეპარატების საიმედო საფუძველს წარმოადგენს. მას აქვს უნარი, წინ აღუდგეს ნაწლავში მოხვედრილ პათოგენური ბაქტერიების მოქმედებას, ამასთან გაივლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა განყოფილებას და რჩება სიცოცხლისუნარიანი. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, მისი მუდმივად მიიღება, დადებით გავლენას ახდენს ნაწლავური მიკროფლორის ბალანსზე. B. animalis subsp. lactis BB-12-ს, ძირითადი მწარმოებლები არის კომპანია Chr. Hansen-ს, რომელიც აწარმოებს პრობიოტიკს სახელწოდებით Probio-Tec, გამოდის როგორც კაფსულების, ისე საღეჭი ტაბლეტების და ფხვნილების სახით. BB-12 შედის ImoFlora-ს პრეპარატებში – კომპანია Johnson & Johnson. Theralac-ის პრობიოტიკების სერიაში – კომპანია Master Supplements და სხვა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.