სავიჟენი / SAVision

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:მხედველობის სამკურნალო საშუალება

მოქმედი აქტიური ნივთიერება:

დასახელება რაოდენობა ერთ დოზაში
ვიტამინი A (ბეტა კაროტინი) 25,000 IU
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 500 მგ
ვიტამინი E  (dl -ალფატოკოფერილის აცეტატი)

 

400IU
კალციუმი (კალციუმის ფოსფატი) 160მგ
სელენი (სელენის საფუარი) 50მკგ

გამოყენების ჩვენება
ბადურის მაკულარული დისტროფია, ბადურის პიგმეტური დეგენერაცია, კატარაქტა, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა, ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას გამოვლენილი თვალის გადაღლის სიმპტომი.

დოზირება და მიღების წესი
2 ტაბლეტი დღეში ორჯერ, სასურველია საკვების მიღებისას. მკურნალობის ხანგრძლივობა 4-6 კვირა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება
სამკურნალო საშუალებების მიღების შემთხვევაში, ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს (რძეს) ლაქტოზას.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #120

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Mason Vitamins, აშშ

გაფრთხილება