ს44 (ნატუროპათი) / S44 (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
ანთების საწინაღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედების მქონე პრეპარატი, გამოიყენება ჰიპერთერმიით მიმდინარე მწვავე ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
ასეთი პრეპარატის აუცილებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიაში.
პრეპარატი S44 შემუშავებულია კლასიკური ჰომეოპათიური კომპონენტების
და პოტენცირებული ალოპათიური საშუალებების (ნიმესულიდი, ერითრომიცინი) გამოყენებით.
ნიმესულიდი ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი
საშუალებაა.
ერითრომიცინი მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია, ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი პათოგენური ფლორის მკურნალობის დროს. იგი ერთ-ერთი ნაკლებტოქსიური და ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკია, ინიშნება ორსულობის დროსაც.
ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ერითრომიცინის დადებითი ეფექტი, მის მიერ ანთებითი ციტოკინების დონის კორექციაში.
S44 შეიცავს რამოდენიმე კლასიკურ ჰომეოპათიურ კომპონენტს და ნოდოზს Streptococcinum-ს, რომლებსაც ანთების და ცხელების დროს იყენებენ.
Belladonna: ჰომაკორდის სახით განსაკუთრებით ნაჩვენებია ტემპერატურის მომატებით და ქსოვილების ჰიპერემიით მიმდინარე პათოლოგიების დროს.
Arnica: შეშუპების საწინააღმდეგო, ვაზოტროფული და ზოგადი ანტისტრესული
ეფექტი.
Calcarea Sulphurica: Calcarea carbonica-ს და Sulphur-ს გააჩნიათ – ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და დრენაჟული ეფექტი
Lachesis: ანტიბაქტერიული, შეშუპების საწინააღმდეგო, სისხლძარღვოვან-ტროფიკული ეფექტი.
Echinacea angustifolia: იმუნომოდულატორი.
Streptococcinum: ნოდოზი Streptococcus viridians, ანტიბაქტერიული იმუნური პასუხის სტიმულაცია.

შემადგენლობა
Nimesulide D4, Erythromycin D4, Belladonna D6-12-30, Arnica D10, Calcarea sulphuris D6, Lachesis D12, Echinacea angustifolia D6, Streptococcinum 30CH, Eupatorium D8, Vincetoxicum D12, Aconitum D6, Hepar sulphuris D12, Bryonia D12, Mercurius solubilis D12.

ჩვენებები
ბაქტერიული ან ვირუსული ეტიოლოგიით გამოწვეული ცხელების სიმპტომები, მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები, ფურუნკულები, პიოდერმია, ჰიპერთერმია, კბილის ტკივილი ბავშვებში და მოზრდილებში.

შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური მიღებისათვის.
ბავშვებში: 5-დან 10 წვეთამდე ყოველ 3 საათში.
მოზრდილებში: 10-დან 20 წვეთამდე ყოველ 2-3 საათში.
ჰიპერთერმიის დროს რეკომენდირებულია დოზის გაზრდა 20-40 წვეთამდე ყოველ ორ საათში.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება