სალბუტამოლი სოფარმა SALBUTAMOL SOPHARMA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სალბუტამოლი/salbutamol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბეტა 2 ადრენომიმეტური მოქმედების ბრონქოლიზური საშუალება

რას შეიცავს სალბუტამოლი სოფარმა
– აქტიური ნივთიერება – სალბუტამოლის სულფატი, ექვივალენტურია 2 მგ სალბუტამოლის 5 მლ სიროფში.
– სხვა შემადგენელი ნაწილები: ეთანოლი, საქაროზა, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნატრიუმის ციტრატი დიჰიდრატი, ლიმონმჟავა მონოჰიდრატი,,,ლიმნის” თხევადი ესენცია, გასუფთავებული წყალი.

რას წარმოადგენს სალბუტამოლი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
სალბუტამოლი სოფარმას სიროფი – სამკურნალო პრეპარატი ე.წ. ბრონქოდილატატორების ჯგუფიდან. ის უზრუნველყოფს ხანმოკლე (4-6 სთ) ბრონქოდილატაციას, ბრონქების გლუვი მუსკულატურის მოდუნებით, ხელს უწყობს სასუნთქი გზების გაფართოვებას, მკერდის უჯრედზე დაჭიმულობის, ხიხინის მოხსნით და სუნთქვის გაუმჯობესებით.
ასთმის და ფილტვების სხვა დაავადებების დროს  გამოიყენება სუნთქვის შესამსუბუქებლად. გამოიყენება უფროსებში და ბავშვებში, რომლებთაც არ შეუძლიათ საინჰალაციო საშუალებების გამოყენება.

სალბუტამოლი სოფარმას გამოყენებამდე
არ მიიღოთ სალბუტამოლი სოფარმა
– თუ გახასიათებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი შემადგენელი ნაწილის მიმართ.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე სალბუტამოლი სოფარმას გამოყენებისას
სამკურნალო პრეპარატი სალბუტამოლი სოფარმა არ გამოიყენება დამოუკიდებლად ან ძირითადი საშუალების სახით რთული და არასტაბილური ფორმის ასთმის მკურნალობის დროს. არ გამოიყენება ასთმური შეტევების კუპირების დროსაც კი.

აცნობეთ ექიმს თუ აღინიშნება:
– ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, დაკავშირებული მის მომატებულ ფუნქციასთან;
– გულის დაავადება, და განსაკუთრებით, დაკავშირებული გულისრითმის დარღვევასთან ან სტენოკარდიასთან (მკერდის ტკივილი);
– მომატებული სისხლის წნევა;
– დიაბეტი.
სალბუტმოლით მკურნალობისას სპორტსმენებში შესაძლოა დადებითი პასუხი დოპინგის ანალიზზე.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულიც.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ:
– სხვა მედიკამენტებს ბრონქული სპაზმის სამკურნალოდ (სიმპატომიმეზურები, ქსანტინები- თეოფილინი, ამინოფილინი);
– კორტიკოსტეროიდები
– გაუწყლოების საშუალებები (დიურეზულები);
– სამკურნალო პრეპარატები გულის უკმარისობის სამკურნალოდ (დიგიტალისური გლიკოზიდები);
– სამკურნალო პრეპარტები დეპრესიის სამკურნალოდ (მაო ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები);
– სამკურნალო პრეპარატები ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ (თირეოიდული ჰირმონები);
– ბეტა-ბლოკატორები (პროპრანოლოლი, ატენოლოლი, მეტოპროლოლი).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე. ორსულებში უსაფრთხო გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება.
ლაქტაციის დროს სალბუტამოლითY მკურნალობის ჩატარებისას უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
სალბუტამოლი სოფარმამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრემორი, თავბრუსხვევა დასისუსტე, ამიტომ უნდა მიიღოთ ის სიფრთხილით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სალბუტამოლი სოფარმას ზოგიერთი შემადგენელი ელემენტის  მიმართ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 3,84 % ეთანოლს, ანუ 0,155გრ-მდე სპირტს 5 მლ ერთ დოზაში, რაც ექვივალენტურია 3,84 მლ ლუდის და 1,6 მლ ღვინის. გასათვალისწინებელია ორსულებში და ლაქტაციის დროს გამოყენებისას, ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან იმ რისკის ჯგუფს, როგორიცაა ღვიძლის დაავადების, ეპილეფსიის მქონე და ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტები.
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 37,5 გრ საქაროზას. რეკომენდებული დოზირების მიღებისას, ყოველი დოზა, რომელიც შეადგენს 5 მლ შეიცავს 1,5 საქაროზას. თუ ექიმი გაცნობებთ, რომ თქვენ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის პრეპარატის გამოყენებამდე.
სიროფი შეიცავს მეთილ- და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა შენელება).

სალბუტამოლი სოფარმას მიღების წესი
მიიღეთ სალბუტამოლი სოფარმა ყოველთვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიროფი მიიღება შიგნით.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
უფროსები და 12 წელზე ზემოთ ბავშვები: 5-10 მლ სიროფი (2-4 მგ სალბუტამოლი) 3-4 ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 20 მლ (8 მგ) მდე დღეში 4-ჯერ (მაქსიმალური დღიური დოზა 32მგ).
ბავშვები 6 დან 12 წლამდე: 5 მლ სიროფი (2 მგ) 3-4 ჯერ დღეში. დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 15 მლ-მდე (6 მგ) 4 ჯერ დღეში (მაქსიმალური დღიური დოზა 24 მგ).
ბავშვები 2 დან 6 წლამდე: საწყისი დოზა – 2,5 – 5 მლ სიროფი (1-2 მგ) 3-4 ჯერ დღეში.

2 წლამდე ასაკის ბავშვები: უსაფრთხოება, ეფექტურობა და დოზირება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები: რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება უფრო დაბალი დოზებით – 5 მლ სიროფი (2მგ) 3-4 ჯერ დღეში.

თუ მკურნალობის პერიოდში იგრძნობთ, რომ სამკურნალო პრეპარატის ეფექტი ძალიან სუსტია (ჩნდება სიროფის ჩვეულებრივზე ხშირი გამოყენების მოთხოვნილება), მიმართეთ ექიმს. ის შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შესაძლო აშეცვალოს მკურნალობა. არ შეცვალოთ სამკურნალო პრეპარატის დოზირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე!

თუ მიიღეთ სალბუტამოლი სოფარმას ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ ინსტრუქციაში მითითებულზე მეტი დოზა შესაძლოა გამოვლინდეს კიდურების კანკალი, ძლიერი ოფლიანობა, ღებინება, გულისრევა, უმეტესად ბავშვებში (სალბუტამოლის ჭარბი დოზირებისას), ტკივილი მკერდის არეშე, გულის რითმის დარღვევა.
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

თუ გამოტოვეთ სალბუტამოლი სოფარმას დოზა
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ. თუ უკვე ახლოვდება მომდევნო რეკომენდებული დოზის მიღების დრო, მაშინ გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ მომდევნო დოზა  ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ გექნებათ ნებისმიერი დამატებითი კითხვა პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედებები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, სალბუტამოლი სოფარმამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვლინდებიან არა ნებისმიერ პაციენტში.
ხშირი: (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში): ტრემორი (კიდურების კანკალი), თავის ტკივილი, გულის მოქმედების გახშირება, ტკივილი გულის არეში.
იშვიათად (ვლინდება 1000პაციენტინდა 1 ზე ნაკლებში): კუნთების კრუნჩხვა, ღებინება, გულისრევა (უპირატესად ბავშვებში რომლებმაც მიიღეს ჭარბიდოზირება), არათანაბარი გულის რითმი, გულისცემა, სისხლში შაქრის დონის მომატება და კალიუმის რაოდენობის შემცირება.
ძალიან იშვიათი ვლინდება 10000პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში): ალერგიული რეაქციები ჭინჭრის ცხელების სახით, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ყელის შეშუპება, რამაც შესაძლოა გაართულოს ყლაპვა და სუნთქვა), სასუნთქი გზების სპაზმი, სისხლის წნევის დაცემა და კოლაფსი, ჰიპერაქტივობა, კუნთებში დაჭიმულობის შეგრძნება.
უცნობი სიხშირე: (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასება).
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ არის ცნობილი თუ რამდენად ხშირად ვლინდება, ზოგიერთ პაციენტში შესაძLო აგამოვლინდეს ტკივილი მკერდის უჯრედში (გულის დარღვევების შედეგად), უძილობა, მოუსვენრობ, თავბრუსხვევა; პაციენტებში პარკინსონის დაავადებით – ტრემორის გაძლიერება და კუნთების კრუნჩხვა.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენში აღინიშნება ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენიდან რომელიმე, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარტი მიღება ექიმის მითითების და რეკომენდაციის გარეშე.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სალბუტამოლი სოფარმას შენახვის წესი
ინახება საწყის შეფუთვაში, არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე.
სიროფის გამოყენება შესაძლებელია 1 თვემდე ვადაში შეფუთვის  გახსნის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ სალბუტამოლი სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისაინობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღეზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი
სამკურნალო საშუალება არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს პრეპარტის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გამოშვების ფორმა: 2მგ/5მლ 125მლ სიროფი პოლიეთილენტერეფტალატის ფლაკონში საზომ ჭიქასთან ერთად

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: სოფარმა, ბულგარეთი

გაფრთხილება