სანტა ქოლდი სპრეი ქიდსი / Santa Cold Spray Kids

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ოქსიმეტაზოლინი/oxymetazoline

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებები

ათქ კოდი: R01AA05

შემადგენლობა
0,025%-იანი სპრეის ყოველი მლ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს   0.25 მგ

0,05%-იანი სპრეის ყოველი მლ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს   0.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ცხვირის ლორწოვან გარსზე ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი აბსორბცია არ ვლინდება.
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის ხსნარის ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ ადგოლობრივი ვაზოკონსტრიქცია როგორც წესი ვითარდება 5-10 წუთის განმავლობაში და გრძელდება 12  საათის განმავლობაში. იშვიათად ოქსიმეტაზოლინის მცირე რაოდენობით შეიძლება შეიწოვებოდეს სისტემურ სისხლისმიმოქცევაში. სისტემური სისხლისმიმოქცევიდან გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით და განავლით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-8 საათს.

ფარმაკოდინამიკა
ოქსიმეტაზოლინი არის სიმპათომიმეტური საშუალება, რომელიც სელექტიურად ახდენს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვევის გლუვკუნთოვანი შრის ალფა1 და ნაწილობრივ ალფა2 ადრენერგიული რეცეპტორების სტიმულირებას.  შედეგად ხდება სისხლძარღვების შევიწროება, და მათი განვლადობის შემცირება. სისხლის მიდენების შემცირება იწვევს ცხვირის, დანამატი ღრუების და ევსტაქიის არხის  ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას. პრეპარატის კომპონენტები ხელს უწყობენ ლორწოვანი გარსის დატენიანებას და თრგუნავს მის გამოშრობას.  ოქსიმეტაზოლინი იწვევს ვაზოკონსტრიქციას.

გამოყენების ჩვენებები
• პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მიზეზებით გამოწვეული მწვავე რინიტის  მკურნალობისთვის:
– გრიპი, გაციება
– თივის ცხელება
– მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები

• კომპლექსური თერაპიის შემდგენლობაში მწვავე შუა ოტიტის მკურნალობისას
• ცხვირის და დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსის შეშუპების პროფილაქტიკა და მკურნალობა ცხვირზე სადიაგნოსტიკო პროცედურების და ოპერაციების ჩატარებისას და მათ შემდეგ.

დოზირება და მიღების წესი
გამოიყენება ადგილობრივად. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ცხვირის სასუნთქი გზების გათავისუფლება. ფლაკონი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და ფრთხილად შეიყვანოთ დოზატორი ერთ ნესტოში. მეორე ნესტო უნდა იყოს დახურული შეშხურების დროს. ჩასუნთქვაზე უნდა მოუჭიროთ ხელი ფლაკონს და შეიშხუროთ პრეპარატი.
დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და განისაზღვრება ექიმის მიერ.

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები:
სანტა ქოლდი სპრეი ქიდსი 0,025% – ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3 ჯერ დღეში.

მოზრდილების და 6 წლიდან ასაკის ბავშვები:
სანტა ქოლდი სპრეი ქიდსი 0,05% – ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3 ჯერ დღეში.

გამოყენებებს შორის ინტერვალი შეადგენს 12 საათს.
მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 დღეს.
ყოველი პაციენტისთვის უნდა იქნას გამოყენებული ინდივიდუალური ფლაკონი ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით. 3 დღის განმავლობაში ეფექტის არარსებობისას, მიმართეთ ექიმს.
გამოიყენება ადგილობრივად.
მოზრდილები და ბავშვები 6-12 წლის ასაკის: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში მაქსიმუმ 2-3 ჯერ დღეში.
ბავშვები 6 წლამდე ასაკის: მიმართეთ ექიმს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი კარგად გადაიტანება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები: ცხვირის სიმშრალე, ადგილობრივად წვის და ჩხვლეტის შეგრძნება.
დიდ დოზებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს: თავის ტკივილი, გულისრევა, ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება.
პალპიტაციები, ტაქიკარდია, ჰიპერტენზიის ეპიზოდები, ოფლიანობა, დახურულკუთხოვანი გლაუკომას შეტევა, შარდვის გართულება (დიზურია, შეკავება) განსაკუთრებით ურეთრო-პროსტატული დარღვევების დროს, შფოთვა, უძილობა. პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება.
შეინიშნებოდა შემდეგი სახის ეფექტები, განსაკუთრებით ბავშვებში ვაზოკონსტრიქტორების გამოყენების შემდეგ: კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, აგიტაცია, ქცევის დარღვევა და უძილობა.

უკუჩვენებები:
• აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
• ატროფიული რინიტი
• 6 წლამდე ასაკი
• ორსულობა და ლაქტაცია

სიფრთხილით გამოიყენება: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მწვავე კორონარული დაავადება, არითმიები, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია), შაქრიანი დაიბეტი, ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, თირკმლის უკმარისობა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
დაუშვებელია პრეპარტის გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად ან მათი მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერტენზიის და არითმიის განვითარების  რისკი.
ბეტა-ბლოკატორების ან სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას (მეთილდოპა, ბეთანიდინი, დობრისოქინი და გუანეთიდინი) შეიძლება შემცირდეს მათი ეფექტი.
შესაძლებელია დამატებითი კარდიოვასკულური ტოქსიურობა სიმპათომიმეტური საშუალებებთან და  პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ბრომოკრიპტინი) ერთდროული გამოყენებისას.

განსაკუთრებული გაფრთხილებები
სიფრთხილით გამოიყენება: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მწვავე კორონარული დაავადება, არითმიები, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია), შაქრიანი დაიბეტი, ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, თირკმლის უკმარისობა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენება.
პრეპარატი არ გამოიყენება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმტპომები:
გულისრევა, ტაქიკარდია, არითმია, ჰიპერტენზია, დისპნოე, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა (ძილიანობა,  ჰიპოტენზია, დისპნოე და ცნობიერების დარღვევა).
მკურნალობა სიმპტომურია. ვაზოპრესორების გამოყენება უკუნაჩვენებია.

შეფუთვა
ნაზალური სპრეი 0,025%  მოთავსებულია 15 მლ-იან დოზატორის მქონე ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

ნაზალური სპრეი 0,05%  მოთავსებულია 15 მლ-იან დოზატორის მქონე ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჰუმანითი

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook