Bradyrhizobium japonicum

Bradyrhizobium japonicum   (ლათ.) – სოის (Glycine max) აზოტმაფიქსირებელი საპროფიტული ბაქტერიის სახეობა. ერთ-ერთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ბაქტერია. გრამუარყოფითი, ჩხირისებრი მიკროორგანიზმი. როგორც ყველა Bradyrhizobium-ი გვარის წარმომადგენელი, საკვებ არეზე B. Japonicum-იც ნელა იზრდება. B. Japonicum-ს შეუძლია კატექინის დაშლა, ფლოროგლუცინის მჟავას მიღებით, რომელიც დეკარბოქსილირდება რეზორცინამდე. რეზორცინი კი თავის მხრივ ჰიდროქსილირდება, ჰიდროქსიქინოლის წარმოქმნით. B. Japonicum-ს ხშირად იყენებენ სუნთქვის ფერმენტების შესასწავლად. B. japonicum USDA 110 შტამს გააჩნია სხვა შტამებთან შედარებით მაღალი აზოტმაფიქსირებელი დონე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.