სანკომბი D5 წვეთები (ნატუროპათი) / Sankombi D5 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა 10 მლ შეიცავს: Mucor racemosus D5-is 5 ml xsnars, 5a HAB-ის მიხედვით, Aspergillus niger D5-ის 5 მლ ხსნარს HAB-ის მე-5ა სტატიის მიხედვით (HABHAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– ადენოიდების ზრდა, ლიმფური კვანძების გადიდება, ანგინა Plaunt Vincent, ტონზილიტი
– პედიატრიაში წარმოადგენს სიმბიოზის აღმდგენ საშუალებას ინფექციების და ალერგიებისადმი  მიდრეკილების დროს
– ვენების დაავადებები და კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევები

თვისებები
Sankombi D5 წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შედგება Mucokehl D5-ს და Nigersan D5-ს თანაბარი ნაწილისგან. Mucokehl D5 წარმოებულია ობის სოკო – Mucor racemosus Fresen- იდან რომელიც იწვევს სისხლის და ცირკულაციის დარღვევებს და შედეგად სისხლის მიმოქცევის ყველა დაავადებას. Nigersan D5 კი წარმოებულია სოკო – Aspergillus niger van Tieghem-იდან. ეს არის ტუბერკულინური კონსტიტუციის შედეგად განვითარებული დაავადებების სამკურნალო, სპეციფიური მოქმედების საშუალება.
ინფექციებისადმი მიდრეკილ ბავშვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Sankombi D5 ნეოპტერინის წარმომქმნელ მაკროფაგებზე ახდენს ზემოქმედებას. ნეოპტერინი მედიატორია, რომელიც უჯრედულ იმუნიტეტს ზრდის. პრეპარატით Sankombi D5 მკურნალობა აქვეითებს როგორც კლინიკურ გამოვლინებებს, ასევე სეროლოგიურ პარამეტრებს. ასეთი ბიოლოგიური მკურნალობის დროს ხდება ლორწოვანი გარსის და ნაწლავის (იმუნური ორგანოს) ბაქტერიული ფლორის აღდგენა, იგი განაპირობებს, ასევე, ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების შემდგომ ტრანსპორტირებას სისხლძარღვებსა და ლიმფურ სადინარებში.

მიღების წესი და დოზირება:
დასალევად:
მიიღება 5-10 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
ა) 5-10 წვეთის შეზელვა დღეში ერთხელ დაავადებულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში.
ბ) პარენტერული მკურნალობის დროს იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის,
შეიზილეთ 5-10 წვეთი კვირაში 2-ჯერ.
საინჰალაციოდ:
10-20 ღრმა შესუნთქვა დღეში 2-3-ჯერ

გვერდითი მოქმედებები
ვინაიდან Sankombi D5-ი შეიცავს სპეციფიურ ორგანულ კომპონენტებს, თეორიულად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა
გაგრძელდეს სიმპტომურად

უკუჩვენებები:
არ ინშნება Mucor racemosus-ის და Aspergillus ruber-ის მიმართ ჰიპერმგძნობელობის დროს.

მითითება
იზოპათიურ თერაპიაში შანკომბი ინიშნება თანმხლები თერაპიის სახით ყველა იმ ქრონიკული დაავადების დროს, რომლებიც ენდობიოზის დარღვევასთანაა ასოცირებული, რომლებიც თავის მხრივ როგორც შეგუბებითი დაავადებების, ასევე პარატუბერკულოზის შედეგს წარმოადგენს. ორი პრეპარატის (Mucokehl და Nigersan)
ერთდროული გამოყენების შემთხვევაში მოხერხებულია შანკომბი- ს დანიშვნა.
არ ინიშნება Notakehl-თან ერთად.

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გაფრთხილება