სანორიზაე D6 წვეთები (ნატუროპათი) / Sanoryzae D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Aspergillus oryzae D6 1 მლ ხსნარს, HAB-ის მე- 5ა სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch, გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– გულის კორონარული დაავადები, სტენოკარდია
– სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული შაკიკი
– შესაძლებელია არტერიული ჰიპერტენზიის დროს

თვისებები
Aspergillus oryzae D6 ძირითადად მოქმედებს: სისხლძარღვოვან სისტემაზე – ასტიმულირებს სისხლმომარაგებას, განსაკუთრებით კორონარულ სისხლის მიმოქცევას, შიდა ყურის სისხლმომარაგებას;
მოქმედებს სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეულ თავის ტკივილზე. პრეპარატი სწრაფად ავლენს მოქმედებას. სისხლის მიმოქცევის რეგულაციის უნარის წყალობით, Aspergillus oryzae D6 შეიძლება დაინიშნოს მომატებული არტერიული წნევის დროსაც

მიღების წესი და დოზირება:
დასალევად: მიიღება 5-10 წვეთი დღეში ერთხელ, ჭამის წინ
შესაზელად: 5-10 წვეთის შეზელვა დღეში ერთხელ დაზიანებულ
ადგილზე ან იდაყვის ფოსოში

გვერდითი მოქმედებები: ცნობილი არ არის

უკუჩვენებები: ცნობილი არ არის

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება