სანუვის D2 წვეთები (ნატუროპათი) / Sanuvis D2 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ თხევადი განზავება შეიცავს: Acidum L(+)-Lacticum D2 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ბ სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ეთანოლი

ჩვენება
– შუალედური მეტაბოლიზმი და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევები
– ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია მარცხნივ მბრუნავი რძემჟავას პროდუქციის
მკვეთრი მომატებით, მაგალითად, დიაბეტი, ქსოვილების გადაგვარება, გულის ფუნქციური დარღვევები
– კანის დაავადებები
– ფსორიაზი და იქთიოზი

თვისებები
L(+)-რძემჟავა (Acidum L(+)-lacticum წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც განაპირობებს უჯრედის რეგენერაციას, უჯრედული სუნთქვის გააქტივებას. მას, დოქტორ ზეეგერის თანახმად, შეუძლია მიტოქონდრიებში უჯრედული სუნთქვის 350%- ით გაზრდა, უპირველესად მაშინ, თუკი მისი დაქვეითების მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა. ჟანგბადის მწვავე უკმარისობის ან ნახშირწყლებით უჯრედების გადატვირთვის შედეგად მიმდინარეობს რძემჟავური დუღილი, რის გამოც გროვდება ქსოვილოვანი მარცხნივ მბრუნავი რძემჟავა, რომელიც, სხვა ფაქტორებთან ერთად, უჯრედების უზომო ზრდას განაპირობებს. რძემჟავა
(ზრდის განმაპირობებელი ნივთიერება) ტოქსიური რაოდენობით იწვევს ზედმეტად აქტიურ ზრდას, ხელს უწყობს გადაგვარებული უჯრედების მიტოზს. რაცემატების (ექვიმოლარების ოპტიკურად არააქტიური კომპლექსები) წარმოქმნისა და დრენაჟისათვის ინიშნება ღრმა პოტენციის მარჯვნივ მბრუნავი რძემჟავა.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები:
ალკოჰოლიზმისა და ღვიძლის დაავადებების დროს, სპირტის შემცველობის გამო პრეპარატი მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ მიიღება

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას, პრეპარატის მიღება რეკომენდირებული
არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება,
ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად

მითითება პრეპარატი შეიცავს 19 მცლ. % სპირტს

გამოშვების ფორმა: წვეთები 30 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გაფრთხილება