Burkholderia mallei

Burkholderia mallei  (ლათ.) – გრამუარყოფითი, უმოძრაო, პოლიმორფული ბაქტერიების სახეობა. გვარი Burkholderia. პათოგენურია ადამიანის და ცხოველებისათვის. გამოიყენება ტერორისტების მიერ, როგორც ბიოლოგიური იარაღი. მიეკუთვნება პათოგენურობის მეორე დონეს. ინფიცირების შემდეგ ადამიანის კანსა და ორგანოებზე ვითარდება გრანულემა, პუსტულები და აბსცესი. B. mallei – ის შეუძლია წარმოქმნას აქტინ-შემბოჭავი ცილები. ასინთეზებს არაუჯრედულ პოლისაქარიდებს, რასაც მნიშვნელობა აქვს დაავადების პათოგენეზში. B. mallei გამოყენებული იყო აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს, ასევე პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. აღწერილია საავადმყოფოსშიდა  გავრცელების შემთხვევებიც.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.