სანუკელ სერა D6 წვეთები (ნატუროპათი) / Sanukehl Serra D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: 1 მლ Serratia marcescens D6 წყალხსნარს HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
Serratia marcescens-ით გამოწვეული შიდა ჰოსპიტალური ინფექციები

თვისებები
Sanukehl Serra შეიცავს Serratia marcescens-ის პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე.
Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება:
დასალევად: მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24 საათში, საკვების მიღებამდე; მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს 10 წვეთი დღეგამოშვებით შესაზელად: 5-10 წვეთი დღეგამოშვებით ან ყოველდღე იდაყვის ფოსოში 8 კვირის თერაპიის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში მრავალთვიანი შესვენება

გვერდითი მოქმედებები
შანუკეჰლ შერრა D6-მა, სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა დააქვეითოს შანუკეჰლ შერრა D6-ის ეფექტურობა. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გაფრთხილება