Deinococcus-Thermus

Deinococcus-Thermus (ლათ.) – ბაქტერიების მცირერიცხოვანი ტიპი, კლასი Deinococci. მოიცავს მხოლოდ ორ რიგს: Deinococcales, სადაც შედის D. Radiodurans-ი და Thermales-ი მიეკუთვნება Thermus aquaticus-ი, რომელიც ცნობილია საკუთარი Taq-პოლიმერაზით, რასაც იყენებენ პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციაში. Deinococcalesს რიგის წარმომადგენლების მემბრანაში, არ არის ლიპოპოლისაქარიდები. ისინი აგროვებენ კაროტინოიდებს, რაც მათ წითელ შეფერილობას აძლევს. გენოტიპი წარმოდგენილია მრავალასლიანი ქრომოსომით. Deinococcus-Thermus-ი წარმოადგენს აერობს და ქემოორგანოჰეტეროტროფს. ფილოგენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ Deinococcus-Thermus-ი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე არქაული ბაქტერიების ჯგუფს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.