Helicobacter pylori

Helicobacter pylori
(ლათ.) – სპირალური ბაქტერია, ბინადრობს კუჭის ნაკეცებში. გრამუარყოფითია, ინფიცირებს კუჭს და თორმეტგოჯა ნაწლავს. არის კუჭის წყლულის, გასტრიტების, დუოდენიტების, კუჭის კიბოს შემთხვევათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა აღსანიშნავია, რომ Helicobacter pylori-ის მტარებელთა 90%-ს არანაირი დაავადების სიმპტომები არ გააჩნია. ბაქტერიული უჯრედის ფორმა სპირალურია. კუჭში მოხვედრის შემდეგ H. Pylori, სწრაფად მოძრაობს შოლტებით, გადალახავს ლორწოს დამცველობით შრეს და იწყებს ურეაზას გამომუშავებას, შედეგად ლორწოვან გარსსა და დამცავ შრეში მზარდი კოლონიების გამო, იზრდება ამიაკის შემცველობა და მატულობს pH. ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ფერმენტები: მუცინაზა, პროტეაზა და ლიპაზა, იწვევს კუჭის დამცავი ლორწოს განლევას, შედეგად მარილმჟავა და პეპსინი იწყებს კუჭის კედლის მონელებას, ვითარდება ქიმიური დამწვრობა, ანთება და ლორწოვანი გარსი თანდათან ნადგურდება. ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ენდოტოქსინი VacA. იწვევს კუჭის ეპითელიუმის უჯრედების დეგენერციას, იცვლება უჯრედის ფენოტიპი. მუდმივი ანთების გამო, კუჭის ლორწოვანის  მიერ, გამომუშავდება ინტერლეიკინი-8, რაც იწვევს ანთების პროგრესირებას. ბაქტერია ასევე იწვევს ჟანგვით სტრესს და პროვოცირებს კუჭის ეპითელის უჯრედების პროგრამირებულ სიკვდილს – აპოპტოზს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.