სერუმ ვიტე (ნატუროპათი) / SERUM VITAE (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
Serum Vitae – კანის უჯრედების მეტაბოლიზმის მარეგულირებელი ჰომეოპათიური კომპლექსური პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის. ორგანული პრეპარატების Embryo Totalis Suis da Funiculus Umbilicalis Suis წყალობით იგი შესამჩნევი  ბიორევიტალიზაციური ეფექტით ხასიათდება; Collagen Suis ასტიმულირებს აუტოლოგიური კოლაგენის სინთეზს; Coenzyme-ს შეუძლია კანის ფერმენტული აქტივობის აღდგენა.
Serum Vitae-ში შემავალი ჰომეოპათიური კომპონენტები ეპიდერმისის გავლით კანის ქსოვილებში ხვდება და აქტიურდება ჟანგბადის იონების მეშვეობით. დამატებითი ნივთიერების სახით გამოიყენება Labrafil (სიმინდის ზეთი), რომლის თვისებები უზრუნველყოფს კანის გავლით კომპონენტების ბიოშეღწევადობას და საუკეთესო ბიოათვისებას.

შემადგენლობა
Coenzyme D8, Collagen Suis D12, Embryo Suis D14, Funiculus Suis D14, Labrafil, პარფიუმი.

ჩვენებები:
სახის, ყელის, დეკოლტეს, მკერდის (სარძევე ჯირკვლების) კანის ბიორევიტალიზაცია. გამოიყენება დამატებითი საშუალების სახით ბიოლიფტინგის კომპლექსურ მეზოთერაპიაში.

შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, ფუნჯით. ადგილობრივი გამოყენებისათვის.
Serum Vitae-ს რამოდენიმე წვეთი წაისვით კანის დაზიანებულ უბანზე და მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ.
სიმინდის ზეთზე (Labrafil) ალერგიის მქონე პირებში შესაძლოა მსუბუქი გამონაყარი გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევაში კანი გულმოდგინედ უნდა მოიბანოთ და პრეპარატის გამოყენება შეწყვიტოთ.
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA,  იტალია

გაფრთხილება