Lactobacillus delbrueckii subsp. bulgaricus

Lactobacillus delbrueckii subsp. bulgaricus
(ლათ.) – ბულგარული ჩხირი. Lactobacillus delbrueckii-ის ქვესახეობა. ერთ-ერთი ბაქტერია, რომელიც გამოიყენება იოგურტის წარმოებაში. ბაქტერიას ადრე ეწოდებოდა Lactobacillus bulgaricus. მიკროორგანიზმი უმოძრაო, უსპორო, გრამდადებითია. ქემოორგანოჰეტეროტროფი. მიკროაეროფილი. ენერგიას იღებს ჰომოფერმენტული რძემჟავური დუღილით. საკვებ არეზე სჭირდება ზრდის ფაქტორები და ვიტამინები. გააჩნია პროტეაზები, რომლებიც ყველის მომწიფებაში მონაწილეობენ. Lactobacillus delbrueckii subsp. bulgaricus პროდუცირებს გარეუჯრედულ პოლისაქარიდებს, რითაც აუმჯობესებს იოგურტის ხარისხს. ბაქტერია ავლენს იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას და შეუძლია გადალახოს კუჭის მჟავე ბარიერი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.