Legionella anisa

Legionella anisa (ლათ.) – ლეგიონელას გვარის ბაქტერიული სახეობა. Legionella pneumophila-ს შემდეგ სიხშირით მეორე ადგილზეა. ადამიანისათვის პათოგენურია. იწვევს იშვიათ დაავადებას პონტიაკის ცხელებას და ლეგიონელოზას. ინფექცია შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ძირითადად აზიანებდეს სასუნთქ სისტემას. ადრეული სიმპტომებია: ცხელება, სურდო, თავის ტკივილი, ხველა, ყრუ და მწვავე კუნთების ტკივილი, სისუსტე, მადის დაკარგვა, სისხლიანი ნახველი, ცხვირის, ყელის და ფილტვების გაღიზიანება. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ბაქტერიებს ჩაისუთქავს არ ავადდება. დაავადების რისკი მატულობს მწეველებში და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებში. მრავალეროვანი კვლევების მიხედვით, ლეგიონელოზით დაავადებულთა 3%, გამოწვეულია L. Anisa-ს მიერ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.