სილვერონი / SilverOne

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება. ვაგინალური ხსნარი

შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტები:
კოლოიდური ვერცხლი, გვირილას ექსტრაქტი, გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი.
დამხმარე ნივთიერებები:
ტრიმეთილგლიცინი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, გასუფთავებული წყალი.

თავისებურებები:
სილვერონი- ეს არის ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, გამაგრილებელი საშუალება, რომელიც დაფუძნებულია კოლოიდური ვერცხლის და სპეციალურად შერჩეული სამკურნალო ექსტრაქტების თვისებებზე, რომლებიც ფლობენ ადგილობრივ სამკურნალო თვისებებს.
სილვერონი- გამოიყენება ბაქტერიული და სოკოვანი ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავთ ანთებითი პროცესები, ასევე, პროფილაქტიკის მიზნით, ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენის საშუალების სახით.
გვირილას ექსტრაქტი ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ მოქმედებას. აინჰიბირებს რა პროსტაგლანდინების სინთეზში მონაწილე ფერმენტებს, ამცირებს ლორწოვანი გარსების ანთებას, აძლიერებს რეგენერაციას. დადებითად მოქმედებს უროგენიტალური გზების ანთებითი დაავადებების დროს.
გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი, მის შემადგენლობაში შემავალი ბიოფლავონოიდების, განსაკუთრებით კი ნარინგენინის წყალობით, ავლენს ანთების საწინააღმდეგო, დამცავ და მარეგენირებელ მოქმედებას. ფლობს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრს. ქმნის არასასურველ გარემოს ბაქტერიების, ვირუსების და სოკოების სასიცოცხლო პროცესებისთვის, შესაბამისად, თრგუნავს მათ ზრდას და განვითარებას.
კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი ფლობს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, ანტიალერგიულ, დამარბილებელ, დამაწყნარებელ და გამაგრილებელ მოქმედებას. ხსნის ვაგინალური მიკროფლორის დისბალანსით გამოწვეულ ქავილს და გაღიზიანებას. გარდა ამისა, ეწინააღმდეგება ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის განვითარებას, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს აღადგენს ლორწოვანი გარსის მთლიანობას.
კოლოიდური ვერცხლი – ეს არის ვერცხლის მიკრონაწილაკების შემცველი წყალ-ხსნარი. ასეთი მცირე ზომის გამო (10-9 ვǝ 10-6 მ), ეს მიკრონაწილაკები მოქმედებენ ბაქტერიებზე, სოკოებზე და ვირუსებზე, რითითაც ეწინააღმდეგებიან მათ გამრავლებას. კოლოიდური ვერცხლი არის ნატურალური ანტიბიოტიკი. ფლობს ანტისეპტიკური მოქმედების ფართო სპექტრს, ქიმიური ანტისეპტიკებისგან განსხვავებით, კოლოიდური ვერცხლის მიმართ არ წარმოიქმნება მდგრადი პათოგენური მიკროორგანიზმები.
ტრიმეთილგლიცინი მიიღება შაქრის ჭარხლისგან, ის არის წყალში გახსნილი აქტიური კომპონენტების მატარებელი. ტრიმეთილგლიცინი ახანგრძლივებს უჯრედების სასიცოცხლო ციკლს, კალენდულას ყვავილის ექსტრაქტთან ოპტიმალურ კომბინაციაში ავლენს ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას, აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.
სილვერონი ვაგინალური ხსნარი pH მაჩვენებელი შეესაბამება საშოს ნორმალურ მჟავიანობას.
პრეპარატის შემადგენლობაში არ შედის საღებავი, პარაბენი, ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებები, რაც იძლევა მისი ხანგრძლივი გამოყენების საშუალებას.
სილვერონი აქვს სასიამოვნო გამაგრილებელი არომატი, რაც დამახასიათებელია მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეებისთვის.

სილვერონი ვაგინალური ხსნარი:
– არეგულირებს  საშოს  ლორწოვანი გარსის ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას, ხელს უშლის ჰიპერსეკრეციას;
– გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება;
– ხსნის ქავილს, სიმშრალის და წვის შეგრძნებას;
– იცავს საშოს pH ბუნებრივ დონეს, უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ჰიგიენას.
– არ შეიცავს დამატებით ფარმაცევტულ სუბსტანციებს, რაც იძლევა მისი ხანგრძლივი გამოყენების საშუალებას;

გამოყენების ჩვენება:
– შერეული ვაგინალური ინფექციები;
– სხვადასხვა წარმოშობის ვულვოვაგინიტი;
– საშვილოსნოს ყელის ეროზია; წყლული;
– მშობიარობის, გინეკოლოგიური მანიპულაციების  შემდგომი  პერიოდი;
– მენოპაუზა;
– პირადი და ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენის საშუალების სახით, მათ შორის, მენსტრუალური ციკლის დასრულების შემდეგ და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას;
– სასქესო გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკა, ვაგინალური ინფექციებით დაავადების რისკის შემცირება წყალსაცავებში და აუზებში ბანაობისას.

გამოყენების წესი და დოზირება:
ბაქტერიული და სოკოვანი ვაგინალური ინფექციების მკურნალობა: 1 ფლაკონი 1 ან 2 ჯერ დღეში 5- 7 დღის განმავლობაში;
ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა: ერთჯერადი დოზა – 1  ფლაკონი 1- ჯერ დღეში;
გენიტალური მიდამოს ჰიგიენა: 1 ფლაკონი დღეგამოშვებით.
სილვერონი ვაგინალური ხსნარი გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობით:
– შეანჯღრიეთ ფლაკონი;
– დიდი თითით მოატეხეთ თავსახური;
– მოათავსეთ საცმი ფლაკონის თავსახურში;
– ფრთხილად შეიყვანეთ საშოში;
– რბილად და ნელა მოუჭირეთ ფლაკონს, სრულ განთავისუფლებამდე.
ფლაკონი და საცმი არის ერთჯერადი გამოყენებისთვის.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოქმედება
სილვერონი ვაგინალური ხსნარი გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

გაფრთხილება:
საჭიროა თავის არიდება თვალში მოხვედრისაგან. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა თვალის დაუყოვნებელი ამორეცხვა ჭარბი რაოდენობის წყლით.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გამოიყენება მხოლოდ ვაგინალურად.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მითითებული ვარგისიანობის ვადა მოქმედებს პრეპარატის სწორი შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა: 100მლ. ფლაკონი N3

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: PromoPharma, იტალია

გაფრთხილება