Magnetospirillum

Magnetospirillum
(ლათ.)  – გრამუარყოფითი, მიკროაეროფილური, მაგნეტომგრძნობიარე ბაქტერიის გვარი. ხასიათდება სპირალური ან თითისტარის ფორმის უჯრედებით. მოძრაობენ შოლტების საშუალებით. ბინადრობენ პატარა სუფთა გუბურების ფსკერზე, სადაც ჟანგბადი ნაკლებია. მაგნიტომგრძნობიარე ბაქტერიები წარმოადგენს ბუნებრივ კომპასებს, რომლებიც ორიენტირდებიან დედამიწის მაგნიტური ველის მიმართულებით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.