Mycobactérium malmoense

Mycobactérium malmoense  (ლათ.) – ნელა მზარდი ბაქტერიების სახეობა. შედის ახლონათესაური სახეობების NTBC (ინგლ. Non Mycobacterium tuberculosis complex) ჯგუფში, რომლებსაც შეუძლიათ მიკობაქტერიოზების გამოწვევა. M. Malmoense წარმოადგენს მიკროაეროფილს, შტამების 60% აჰიდროლიზებს პირაზიამიდს, ნიკოტინამიდს და შარდოვანას. რიგ შემთხვევებში, მიუხედავად in vitro ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობისა, თერაპიის შედეგები ხშირად არადამაკმაყოფილებელია. აღწერილია დაავადების პროგრესირებადი შემთხვევები, რომლებიც ლეტალურად დასრულდა. Mycobacterium Malmoense-ს როლი ადამიანის პათოლოგიაში ფასდება Davidson-ის 10 ბალიანი სისტემის მიხედვით 6 ბალით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.