Mycoplasma genitalium

Mycoplasma genitalium
(ლათ.) – პარაზიტული ბაქტერიული სახეობა, რომელიც ბინადრობს პრიმატების სასქესო და სასუნთქი სისტემის ქსოვილებში. 2002 წლამდე ის ითვლებოდა ყველაზე მცირე გენომის მქონე მიკროორგანიზმად, სანამ არ იქნა აღმოჩენილი არქე – Nanoarchaeum equitans-ი. ყველაზე პატარა გენომი კი გააჩნია Carsonella ruddii-ის. Mycoplasma genitalium – პირველად იყო გამოყოფილი ურეთრიტით დაავადებული პაციენტიდან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.