Mycoplasma pulmonis

Mycoplasma pulmonis
(ლათ.) – Mycoplasma-ს გვარის ბაქტერიული სახეობა. წარმოადგენს ვირთაგვებში (ხშირად ბებრებში) ინფექციური დაავადების გამომწვევს. სახეობის სინონიმებია:
Asterococcus pulmonis (Sabin 1941) Prevot 1961
Murimyces pulmonis Sabin 1941
Musculomyces histotropicus Sabin 1941
Mycoplasma histotropicus (Sabin 1941) Tully 1965
Mycoplasma mergenhagen Grace et al. 1965
დაავადება ცხოველების სხეულზე, ვლინდება ბუშტუკების და ნახეთქების გაჩენით. ასევე: გახშირებული სუნთქვა, მადის დაკარგვა, ბეწვის ცვენა, ცხვირიდან და თვალების კუთხეებიდან პორფირინის (ნივთიერება, რომელიც სისხლს მოგვაგონებს) უხვად გამოყოფა. დაავადების გვიან სტადიებზე ვითარდება პნევმონია, სასქესო ორგანოებზე ჩნდება სისხლიანი გამონაყოფი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.