Myxococcus xanthus

Myxococcus xanthus  (ლათ.) – Myxococcales რიგის ბაქტერიული სახეობა. აღმოჩენილია ნიადაგის ზედა ფენებში. იკვებებიან ნიადაგის ორგანული ნივთიერებებით და სხვა მიკროორგანიზმებით, გამოიმუშავებენ ჰიდროლიზურ ფერმენტებს და ანტიმიკრობულ ნივთიერებებს. საკვები ნივთიერებების სიუხვისას წარმოქმნიან კოლონიებს. უჯრედები, რომლისაგანაც კოლონიები შედგება, გადაადგილდებიან პოტენციური მსხვერპლის (სხვა სახეობის კოლონიები) მიმართულებით. კოლონია, მსხვერპლის ზედაპირის ელასტიური და მექანიკური ცვლილების (გამოწვეულია მათი ცხოველმყოფელობით) საშუალებით ახდენს მის შეცნობას, შემდეგ  Myxococcus xanthus-ის კოლონიები, გარს შემოერტყმიან მსხვერპლს და შეუდგებიან მათ მონელებას. საკვები ნივთიერებების სიმცირის დროს, Myxococcus Xanthus-ის უჯრედები, იწყებენ ნაყოფის სხეულაკის განვითარებას, სადაც ვითარდება სპორები, რაც აუცილებელია არახელსაყრელი პირობების გადასალახად.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.