Nocardiaceae

Nocardiaceae
(ლათ.) – აქტინომიცეტების რიგის ბაქტერიული ოჯახი. ფართოდ არის გავრცელებული ნიადაგში. გვარი Rhodococcus-ის რამდენიმე სახეობა, ნაპოვნია  ზოგიერთი მწერების ნაწლავებში. აერობებია, უმოძრაო. ნოკარდიას გვარის წარმომადგენლები არის დაავადება – ნოკარდიოზის გამომწვევი. 2009 წელს ოჯახი Gordoniaceae სისტემატიკოსების მიერ, გაერთიანებულია Nocardiaceae-ს ოჯახში და შედგება 7-8 გვარისაგან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.