სისტეინი – SYSTANE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: თვალის ლუბრიკანტი (მშრალი თვალის სამკურნალო დამატენიანებელი საშუალება).

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები: ფლაკონში 10 მლ

პრეპარატის შემადგენლობაში შედის:
პოლიეთილენ გლიკოლი 400, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილგუარი, ბორის მჟავა, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმისქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, თუთიის ქლორიდი, პოლოქვადი 0.001%.

ჩვენებები:
სისტეინი, თვალის წვეთები – ლუბრიკანტი ატენიანებს თვალს, უზრუნველყოფს მის კომფორტს და იცავს თვალს სიმშრალისაგან, წვისა და უცხო შეგრძნებისაგან, აგრეთვე გაღიზიანებისაგან, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს გარემოს ისეთი დამაბინძურებელი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა:
ბოლი, მტვერი, ულტრაიისფერი სხივები, გამაცხელებელი საშუალებები (რადიატორი, საუნა). აგრეთვე კოსმეტიკური ნივთიერებების ზემოქმედება, თვალის გახშირებული ხამხამი ტელევიზორის ხანგრძლივი ყურების ან კომპიუტერის მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობისას.
სისტეინს აქვს უნიკალური თვისება თვალში ჩაწვეთების შემდეგ გარდაიქმნას სითხიდან გელად. სისტენი არ იწვევს მხედველობის დაბინდვას და უზრუნველყოფს თვალის ხანგრძლივ კომფორტს ჩაწვეთების შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები: მოერიდეთ ინფექციას, არ შეეხოთ საწვეთურის თავსახურს. თუ თქვენ იგრძენით დისკომფორტი, გამოგეხატათ ჭარბი ცრემლდენა ან თვალის სიწითლე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ, არ გამოიყენოთ ხსნარი ფლაკონის პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

გაფრთხილება