Pseudomonas fluorescens

Pseudomonas fluorescens (ლათ.) – ფლუორესცირებადი ფსევდომონა. გრამუარყოფითი, მოძრავი ჩხირისებრი ბაქტერია, რამდენიმე შოლტით (2-დან 4-მდე). ფლუორესცირებადი ანუ მანათობელი ფუნქცია ბაქტერიას აქვს პიგმენტ პიოვერდინის (მიეკუთვნება სიდეროფილების ტიპს) არსებობის გამო. ბოლომდე ნათელი არ არის თუ როგორ შეუძლია ფსევდომონას მცენარეთა ზრდის აქტივირება. არსებობს რამდენიმე ვერსია:
ბაქტერიებს შეუძლიათ, მცენარე-მასპინძელში, სისტემური წინააღმდეგობების პროვოცირება, რაც აუმჯობესებს ნამდვილი პათოგენების წინააღმდეგ მდგრადობას;
ფსევდომონებს შეუძლიათ, სხვა ნიადაგის პათოგენური ბაქტერიების შევიწროვება. მაგალითად, სიდეროფორები საშუალებას აძლევს მცენარეს უპირატესად შთანთქას რკინა;
ბაქტერიებს შეუძლიათ, გამოიმუშავეონ სხვა ნიადაგის მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო ნაერთები, როგორიც არის ძლიერი მჟავეები ან ანტიბიოტიკები.
P. fluorescens ჰემოლიზურად აქტიურია, ცნობილია დონორის სისხლის ინფიცირების შემთხვევები. ადამიანებში დაავადებას იშვიათად იწვევს. ძირითადად აავადებს დასუსტებული  იმუნიტეტის მქონე პირებს. 2004-2006 წლებში ამერიკის ექვს შტატში დაავადდა 80 ადამიანი. ინფექციის წყარო აღმოჩნდა, ფსევდომონათი დაბინძურებული ჰეპარინიზირებული ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელსც კიბოს სამკურნალოდ იყენებენ. P. Fluorescens-ის კულტივირებით მიიღება ანტიბიოტიკი მუპიროცინი, რომელიც თვალების, ყურების და კანის სამკურნალოდ გამოიყენება. სადღეისოდ მუპიროცინის თავისუფალი მჟავა გამოიყენება კრემების, გელების, სპრეების შემადგენლობაში, მეტიცილინ-მდგრადი ოქროსფერი სტაფილოკოკის სამკურნალოდ. P. Fluorescens-ს იყენებენ იოგურტის წარმოებაშიც.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.