Rhizobium

Rhizobium (ლათ.) – ბაქტერიების გვარი. ოჯახი  Rhizobiaceae. კლასი ალფა-პროტეობაქტერია. შედის კოჟრის ბაქტერიების ჯგუფში. გრამუარყოფითი ნიადაგის ბაქტერიაა. შეუძლია აზოტის ფიქსაცია. სიმბიოზურ ურთიერთობაში შედის პარკოსანი მცენარეების ოჯახთან, გვარი  Parasponia-ს სახეობებთან და სხვა. გვარის წარმომადგენლები ახდენენ მცენარეების ფესვები კოლონიზაციას, წარმოქმნიან ფესვებში კოჟრებს, სადაც ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის პირობებში ატმოსფერულ აზოტს გარდაქმნიან ამონიაკად. ამით მცენარისათვის ორგანული აზოტი ხელმისაწვდომი ხდება გლუტამინის ან ურეიდების ფორმით. მცენარეები კი ბაქტერიებს უზრუნველყოფენ ნახშირწყლებით, რომელიც ფოტოსინთეზის პროცესში მიიღება და  მათთვის ანაერობულ პირობებს ქმნის.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.