სოპრალ / Sopral

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ომეპრაზოლი/omeprazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები:
შეფუთვაში 14 და 28 ც.
1 ტაბ.
ომეპრაზოლი……………    20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
კრისტალური შაქარი, ხორბლის სახამებელი, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, ფტალატ ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, დიეთილფტალატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ომეპრაზოლი წარმოადგენს H+- K+ ატფ-ზას სისტემის (ე.წ. `პროტონულიტუმბო~) ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს H+- K+ -ატფ-ზას აქტივობას კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული უჯრედების მემბრანებში და ამ გზით თრგუნავს კუჭის წვენის სეკრეციის საბოლოო სტადიას.

ჩვენება:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული;
გასტროეზოფაგალური რეფლუქსი;
ეროზიული ეზოფაგიტი;
ჰიპერსეკრეტორული გასტრიული მდგომარეობები (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, მრავლობითი ენდოკრინული ადენომა, სისტემური მასტოციტოზი);

მიღების წესი და დოზირება:
დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
12-გოჯა ნაწლავის წყლული: 20-40 მგ ერთხელ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლული: 40 მგ ერთხელ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლული ასოცირებული Helicobacter pylor-თან:
1. სამმაგი კომბინაცია
– 20 მგ სოპრალი + 1გ ამოქსიცილინი + 500მგ კლარიტრომიცინი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
– 20 მგ სოპრალი + 400 მგ მეტრონიდაზოლი + 250 მგ კლარიტრომიცინი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
– 40 მგ სოპრალი ერთხელ დღეში, 500 მგ ამოქსაცილინი და 400 მგ მეტრონიდაზოლი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
2. ორმაგი კომბინაცია
– 20 მგ სოპრალი +750 მგ ამოქსიცილინი 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში.
– 40 მგ სოპრალი + 500 მგ კლარიტრომიცინი 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში.
გასტროეზოფაგალური რეფლუქსი: 20-40 მგ ერთხელ დღეში ჭამის წინ 4-8 კვირის განმავლობაში.
ჰიპერსეკრეტორული გასტრიტები (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, მრავლობითი ენდოკრინული ადენომა, სისტემური მასტოციტოზი): 60 მგ ერთხელ დღეში ჭამის წინ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს 80-120 მგ 2-3ჯერ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით Helicobacter pylor-ის არსებობის შემთხვევაში სოპრალი ინიშნება 0.5-1.5 მგ/კგ დღე-ღამეში;
მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ.
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით გასტროეზოფაგალური რეფლუქსის შემთხვევაში რეკომენდებულია 0.3-3.5 მგ/კგ დღე-ღამეში; მაქსიმალური დოზა 80 მგ.

გვერდითი მოვლენები:
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია მუცლის ტკივილი და კოლიკა (1%).
იშვიათია: ასთენია, თავბრუ, თავის ტკივილი, ძილიანობა, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, მეტეორიზმი, ქავილი, გამონაყარი კანზე.
იშვიათად დასაშვებია: გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი მკერდის უკან, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული წნევის მატება, პერიფერიული შეშუპება.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირიდან სისხლდენა, ყელის ტკივილი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: წონაში კლება, პირის სიმშრალე, ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების მატება.
ნერვული სისტემის მხრივ: სხვადასხვა ტიპის დეპრესია, აგრესია, ჰალუცინაცია, ძილის დარღვევა, ნევრასთენია, ტრემორი, აპათია, განგაშის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: ხშირი შარდვა, შარდ-სასქესო სისტემის ანთება, პროტეინურია, ჰემატურია, საკვერცხეების ტკივილი.
ჰემატოლოგიური: პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია.
კანის მხრივ: გამონაყარი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, ალოპეცია, ჰიპერჰიდროზი.
მეტაბოლური დარღვევები: გლუკოზის დაქვეითება სისხლში, გაცხიმოვნება.
კლარიტრომიცინთან კომბინაციაში 15%-ში აღინიშნება გემოვნების შეგრძნების დაქვეითება, 2%-ში ენის ფერის ცვლილება, 2%-ში რინიტი, 1% _ ლარინგიტი, 1% _ გრიპისმაგვარი მოვლენები.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ ღვიძლის და თირკმლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში სოპრალი გამოიყენება სიფრთხილით და უფრო დაბალი დოზით.
◄ წყლულოვანი დაავადების არსებობის შემთხვევაში სოპრალით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს სიმსივნე.
◄ სამკურნალო საშუალება შეიცავს 137.4 მგ კრისტალურ შაქარს. მითითებული დოზირებით გამოყენების შემთხვევაში, თითოეულ დოზაში შედის 0.825 გ შაქარი, რაც არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომის და საქაროზა-იზომალტოზის დეფიციტის დროს.
◄ სოპრალი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს 0.008 გ ლაქტოზას. მითითებული დოზირებით გამოყენების შემთხვევაში, თითოეულ დოზაში შედის 0.048 გ ლაქტოზა, რაც არ არის რეკომენდებული ლაქტაზური უკმარისობის, გალაქტოზემიის ან გლუკოზო-გალაქტოზური მალასბორბციის სინდრომის დროს.
◄ არ არსებობს მონაცემები სოპრალის გავლენის შესახებ მძღოლებზე და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პირებზე.

ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები ომეპრაზოლის ჭარბი დოზირების შესახებ. არ არის ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– სოპრალი გავლენას ახდენს ღვიძლის მეტაბოლიზმზე და შეუძლია დიაზეპამის, ანტიკოაგულანტების, ფენიტოინის მოქმედების გაძლიერება, რაც გამოიწვევს არასასურველი ეფექტების გაზრდას.
– სოპრალის და კლარიტრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევს ორივე ნივთიერების პლაზმური კონცენტრაციის გაზრდას;
– არ არის რეკომენდებული ამპიცილინთან, კეტონაზოლთან და რკინის მარილთან ერთდროული გამოყენება, რადგან სოპრალმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მათ რეზორბციაზე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 20 მგ კაფსულა #14

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: სოფარმა, ბულგარეთი

გაფრთხილება