სოფანაქსი / SOPHANAX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): alprazolam

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები

რას წარმოადგენს სოფანაქსი და რისთვის გამოიყენება
სოფანაქსი მიეკუთვნება ე.წ. ანქსიოლიზურ სამკურნალო საშუალებებს (თრგუნავს შიშს და შფოთვას). ასევე ფლობს დამამშვიდებელ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას. სოფანაქსი გამოიყენება შფოთიანი აშლილობების, დეპრესიულ-შფოთიანი შერეული აშლილობების, პანიკური აშლილობების აგაროფობიით ან მის გარეშე (საზოგადოებრივ ადგილებში ან გაშლილ სივრცეში ყოფნის შიში) სამკურნალოდ.

სოფანაქსის გამოყენებამდე
არ მიიღოთ სოფანაქსი:
– თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ალპრაზოლამის ან სოფანაქსის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ნივთიერების მიმართ;
– თუ თქვენ გაქვთ მიასთენია გრავისი (კუნთების სისუსტე);
– სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს (სუნთქვის მწვავე დარღვევა);
– თუ თქვენ პერიოდულად გაქვთ სუნთქვის დროებითი შეწყვეტა ძილის დროს;
– თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს.

სოფანაქსის გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
– პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქიკური ან ფიზიკური დამოკიდებულების განვითარება. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პირებში, რომლებიც ხშირად იყენებენ ალკოჰოლურ სასმელს, სხვა სამკურნალო პრეპარატებს და ნარკოტიკულ საშუალებებს;
– პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს დღიური დოზის თანდათანობითი შემცირებით, ექიმის დანიშნულების შესაბამისად!
– სამკურნალო პრეპარატი არ არის რეკომენდებული ფსიქიკური დაავადებების საწყისი მკურნალობისათვის;
– შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
თუ თქვენ იყენებთ ან ადრე იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ  სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატით მკურნალობაზე შესაძლებელია იმოქმედონ ქვემოთ მითითებულმა სამკურნალო საშუალებებმა: საძილე საშუალებები, პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებიან აღგზნებადობის, შფოთვის, დეპრესიის სამკურნალოდ, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ციმეტიდინი (გასტრიტისა და წყლულის სამკურნალოდ). სოფანაქსით მკურნალობის დროს არ გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიც არის კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი.
სოფანაქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან
სოფანაქსით მკურნალობის პერიოდში არ გამოიყენება ალკოჰოლური სასმელი, შესაძლებელია გაძლიერდეს პრეპარატის დამთრგუნველი მოქმედება!

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნაყოფზე და ახალშობილზე შესაძლო არასასურველი ზემოქმედების გამო.
ლაქტაცია
სოფანაქსი აღწევს დედის რძეში, შესაბამისად მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. პრეპარატის გამოყენების საჭიროებისას ბუნებრივი კვება წყდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
სოფანაქსით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა, ვინაიდან პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა, აპათია, თავბრუსხვევა და კონცენტრაციის დარღვევა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოფანაქსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი. თუ თქვენ ინფორმირებული ხართ თქვენს მიერი ზოგიერთი შაქრის აუტანლობის შესახებ, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის ხორბლის სახამებელი. არ არის საშიში ცელიკალიის (გლუტენური ენტეროპათია) მქონე პირებისათვის. ხორბალზე ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებმა (ცელიკალიისაგან განსხავებული) არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

როგორ მივიღოთ სოფანაქსი
ყოველთვის მიიღეთ სოფანაქი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება დამოკიდებულია სიმპტომატიკაზე და ირჩევა ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
ტაბლეტები მიიღება შიგნით, კვების შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით.
მოზრდილები
შფოთიანი აშლილობები
ჩვეულებრივ, საწყისი დოზა შეადგენს 1/2-დან – 1 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში. სამკურნალო დოზა – 0,5-4 მგ დღეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებად.
დეპრესიულ-შფოთიანი შერეული აშლილობა
მკურნალობა იწყება 1 ტაბლეტიდან 3-ჯერ დღეში. სამკურნალო მოქმედება მიიღწევა დღეში 1,5-4 მგ დოზის გამოყენებისას, გაყოფილი რამოდენიმე მიღებად.
პანიკური აშლილობები
დოზა შესაძლებელია ვარირებდეს 1 მგ-დან 10 მგ-მდე, ამასთანავე, საშუალო დოზა შეადგენს დაახლოებით 5-6 მგ დღეში. გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, მკურნალობა იწყება დაბალი დოზით.
18 წლამდე ასაკის მოზარდები და ბავშვები
ბავშვთა ასაკში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადგენილი მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება.
ხანდაზმული ასაკის პირები და მძიმე საერთო მდგომარეობის მქონა პაციენტები
65 წელზე უფროსი ასაკის პირებში საწისი დოზა უნდა იყოს უფრო მცირე – 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. ეფექტური დოზა ვარირებს 0,5-0,75 მგ-მდე დღეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებად.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომატიკა: არამკაფიო მეტყველება, ძილიანობა, არეული გონება, კოორდინაციის დარღვევა, შენელებული რეფლექსები, თავბრუსხვევა, უგონო მდგომარეობა.
ჭარბი დოზის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
თუ თქვენ დაგავიწყდათ სოფანაქსის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე, თუმცა თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გააგრძელეთ პრეპარტი გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ თქვენ შეწყვიტეთ სოფანაქსის მიღება
არ შეწყვიტოთ სოფანაქსის ტაბლეტების მიღება. ექიმი აგიხსნით მკურნალობის შეწყვეტის თანმიმდევრობას.

მოცემულ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, სოფანაქსმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
ჩვეულებრივ, გვერდითი მოქმედება ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და გაივლის მკურნალობის გაგრძელების ან დოზის შემცირებისას.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოქმედება: ძილიანობა, დაღლა, გაღიზიანებადობა.
არახშირი: დათრგუნვა, მეხსიერებისა და კოორდინაციის დარღვევა, მადისა და წონის ცვლილება, კუნთების სისუსტე, ყაბზობა ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, გაორმაგებული ან დაბინდული მხედველობა, გახშირებული პულსი, სისხლის წნევის დაწევა, მენსტრუალური ციკლისა და სექსუალური ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე (კანისა და თვალების სიყვითლე, რაც გამოწვეულია დარღვევებით ღვიძლის ან სისხლის მხრიდან), რეაქციები კანის მხრიდან.
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს: პირის სიმშრალე, შფოთვა, უძილობა, ნერვოზულობა.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს დამოკიდებულება პრეპარატის მიმართ (ფიზიკური ან ფსიქიკური).
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტისას შესაძლებელია განვითარდეს ე.წ.,,მოხსნის სინდრომი’’, რაც ვლინდება დათრგუნული მდგომარეობით, უძილობით, თავის ტკივილით, მუცლისა და კუნთების ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, მომატებული ოფლიანობით, კანკალით, ზოგიერთ შემთხვევაში კრუნჩხვებით.
პრეპარატის გამოყენების პერიოდში ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს პარადოქსული მოვლენები, როგორიც არის ძლიერი შფოთვა და გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, კოშმარები, ჰალუცინაციები, სხვა არასასურველი ქცევითი რეაქციები. მსგავსი სიმპტომატიკის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს!
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

სოფანაქსის შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, შუქისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სოფანაქსი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაყრა გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. დარჩენილი სამკურნალო საშუალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.

გამოშვების ფორმა: 0.5მგ ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N2 რეცეპტით)
მწარმოებელი: სოფარმა, ბულგარეთი

გაფრთხილება