სტროფანტუს D4 სანუმ (ნატუროპათი) / Strophanthus D4 Sanum (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 250 მგ Strophanthus gratus D4, HAB-ის 4 და 7 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა). დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, მაგნეზიუმსტეარატი

ჩვენება
გულის მუშაობის სისუსტე, სისხლის მოცულობის გაზრდა, არტერიული ჰიპერტენზია, ნატრიუმით გადატვირთვა, თამბაქოს მოხმარებითგამოწვეული გულის ნევროზი, ათეროსკლეროზი, გულის დეკომპენსაცია,
მოლოდინის შიში, სისხლდენა და საშვილოსნოს არეში ძლიერი შეგუბება

თვისებები
Strophanthin-ს, რომელიც ასევე Ouabain-ის სახელწოდებითაა ცნობილი, აფრიკის ადგილობრივი მაცხოვრებლები სანადირო შხამის სახით უძველესი დროიდან იყენებდნენ. მას იღებენ ლიანისებრთა
ოჯახის მცენარისაგან, რომელიც რძის მსგავს წვენს გამოიმუშავებს. ამავე დროს, იგი ადამიანის ორგანიზმის ჰორმონიცაა, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ფასციკულურ ზონაში გამომუშავდება და წყალ-მარილოვანი ბალანსის რეგულაციაში მონაწილეობს. ადამიანის ჰიპოთალამუსი, ასვე, შეიცავს g-Strophanthin-
ს. ამგვარად, g-Strophanthin-ი ადამიანისათვის აუტოლოგიური ნივთიერებაა. მისი მოქმედებით შესაძლოა მნიშვნელოვნად განიტვირთოს გულის მუშაობა. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესუსტების
დროს, რაც მოსალოდნელი განვითარდეს ასაკთან ერთად, g-Strophanthin-ის მიღებამ შაესაძლოა თირკმელზედა
ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის კომპენსაცია მოახდინოს, ამით დაეხმაროს სუსტ `მოხუცებულ გულს~.

მიღების წესი და დოზირება
მწვავე შემთხვევებში მიიღება 1 ტაბლეტი ყოველ ნახევარ საათში (2-3 საათის განმავლობაში), დღეში არაუმეტეს 12-ჯერ. ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ვინაიდან Strophanthus D4-ი შეიცავს მცენარეულ კომპონენტს, თეორიულად, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევეაში მკურნალობა უნდა გაგარძელდეს სიმპტომურად

გვერდითი მოქმედებები: ცნობილი არ არის

მითითება: შემადგენლობაში შედის ლაქტოზა

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #80 ან #240

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება