სუპრიმა-ბრონქო – SUPRIMA-BRONCHO

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 100 მლ
1 მლ

Adchatoda vasika (ადხატოდა ვასიკა) ……………. 60 მგ
Glycyrrhiza glabra ( ძირტკბილა) ………………… 4 მგ
Curcuma longa (გრძელი ქურქუმა) ………………. 2 მგ
Ocimum sanctum (რეჰანი) ………………………. 2 მგ
Zingiber officinale (კოჭა) …………………………. 2 მგ
Solanum xantocarpum (ძაღლყურძენა) …………. 1 მგ
Piper longum (წიწაკა გრძელი) …………………… 1 მგ
Elettaria Cardamomum (ილი) ………………….. 1 მგ

სიროფის ფუძე შეიცავს აგრეთვე მენთოლს კარამელის გემოთი – 0.5 მგ/1 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით. იგი ხასიათდება ბრონქოლიზური, მუკოლიზური, ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენებები:
პრეპარატს იყენებენ სიმპტომური მკურნალობის სახით ხველებით მიმდინარე სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს: ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ყივანახველას საწყისი სტადია;
სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს: “მწეველთა ბრონქიტი”, “ლექტორთა ლარინგიტი”.

მიღების წესი და დოზირება:
3-5 წლის ასაკის ბავშვებში პერორალურად ინიშნება 1/2 ჩაის კოვზი (2.5 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში.
6-14 წლის ასაკის ბავშვებში – 1/2-1 ჩაის კოვზი (2.5-5 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში.
მოზრდილებში და 14 წლის ასაკის ზევით ბავშვებში – 1-2 ჩაის კოვზი (5-10 მლ) 3-ჯერ დღეში
მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატთან ერთად ჩვენების მიხედვით შესაძლებელია ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება.
შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილმა პაციენტებმა საჭიროა გაითვალისწინონ, რომ სუპრიმა-ბრონქოს 45 მლ (1 ჩაის კოვზი) სიროფი შეიცავს 1.5 გ შაქარს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: SHREYA LIFE SCIENCES, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook