ტრიანოლი – TRIANOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: PYGEUM AFRRICANUM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება; უროდინამიკის კორექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები:
შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
აფრიკული ქლიავის ქერქის მშრალი ექსტრაქტი…..   25 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
საშუალება, რომელიც აქვეითებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციას. ახდენს ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას. მოქმედება განისაზღვრება ფიბრობლასტებზე ანტიპროლიფერაციული გავლენით, b – FGF (ფიბრობლასტების ძირითადი ზრდის ფაქტორი) სტიმულირებით.
იცავს (არიდებს) და ამცირებს შარდის გამოყოფის ფუნქციონალურ მოშლილობას – დიზურია, ნიკტურია, პოლაკიურია წინამდებარე ჯირკვლის დაავადებისას. ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში ანთებით რეაქციას და უზრუნველყოფს მისი სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებას; ამცირებს რეზიდუალური ქსოვილის რაოდენობას.

ჩვენებები:
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, დიზურია, ადენოექტომიისა და პროსტატექტომიის შემდეგი მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად, ჭამის წინ 100მგ/დღ, ერთჯერადად ან 50მგ 2–ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი შეადგენს – 4–6 კვირას.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:
გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), ტესტიკულების ტკივილი, გინეკომასტია.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დროს საჭიროა წინამდებარე ჯირკვალზე სისტემატური კონტროლი.

მწარმოებელი: LEK

გაფრთხილება