ტრიზისტონი – TRISISTON

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ეთინილესტრადიოლი, ლევონორგესტრელი/ETHINYLESTRADIOL; LEVONORGESTREL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰორმონული კონტრაცეპტივი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სხვადასხვა ფერის დრაჟე: შეფუთვაში 21 ც., მათ შორის მუქი წითელი – 6 ც.
1 დრაჟე
ეთინილესტრადიოლი…..   0.03 მგ
ლევონორგესტრელი ……   0.05 მგ
თეთრი ფერის – 6 ც.
1 დრაჟე
ეთინილესტრადიოლი…  0.04 მგ
ლევონორგესტრელი…..  0.075 მგ
ყავისფერი – 9 ც.
1 დრაჟე
ეთინილესტრადიოლი….  0.03 მგ
ლევონორგესტრელი …..  0.125 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრიზისტონი წარმოადგენს სამფაზიან ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებას.
პრეპარატი თრგუნავს ოვულაციას შემდეგი მექანიზმით: იგი შეიცავს ესტროგენულ პრეპარატს ეთინილესტრადიოლს და გესტაგენურ საშუალებას – ლევონორგესტრელს. კომბინირებული გესტაგენ-ესტროგენული კონტრაცეპტივები უკუკავშირის პრინციპით თრგუნავენ გოანდოტროპული ჰორმონების ჰიპოთალამური რილიზინგ ფაქტორების გამოთავისუფლებას და შესაბამისად ამცირებენ ადენოჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამოყოფას. ამასთან ერთად, ისინი იწვევენ ენდომეტრიუმის ცვლილებას, ხელს უშლიან განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას და არღვევენ მის ტრანსპორტს ფალოპის მილებში.

ჩვენებები:
გამოიყენება ჰორმონული კონტრაცეპციის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ორსულობის თავიდან აცილების მიზნით მანამდე გამოყენებული იყო სხვა ჰორმონული საშუალებები. პირველ დრაჟეს იღებენ შეფუთვიდან, რომელზედაც აღნიშნულია ციფრი (1). შემდგომში შეფუთვიდან ყოველდღიურად ისრის მიმართულების მიხედვით იღებენ თითო დრაჟეს, სანამ არ იქნება მიღებული შეფუთვიდან ყველა დრაჟე ერთი ციკლისთვის. პრეპარატის მიღება წარმოებს შემდეგი სქემის მიხედვით: თავდაპირველად 6 მუქი წითელი ფერის დრაჟე, შემდგომში 6 თეთრი და შემდეგ 9 ყავისფერი დრაჟე.
პრეპარატის მიღება წარმოებს ერთსა და იმავე დროს. შემდგომში საჭიროა 7 დღიანი შესვენება, სწორედ აღნიშნული შესვენების დროს, 2-4 დღის შემდეგ ბოლო დრაჟეს მიღებიდან იწყება  მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა დრაჟეს გამოყენების გაგრძელება მეორე შეფუთვიდან.
მშობიარობის ან აბორტის შემდეგ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ღებინება და დიარეა ამცირებენ პრეპარატის კონტრაცეპციულ აქტივობას (პირველი ნიშნები: მენსტრუაციებს შორის სისხლდენა).
დრაჟეს მიღების დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება არა უგვიანეს 12 სთ-ის განმავლობაში. 12 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღების დაგვიანების შემთხვევაში, კონტრაცეპცია აღნიშნული ციკლის დროს სუსტდება. ამ დროს რეკომენდებულია ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება (კალენდარული კნაუს-ოგინო და ბაზალური ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით). საჭიროა ტაბლეტის მიღების გაგრძელება დაწყებული შეფუთვიდან ერთსა და იმავე დროს, დავიწყებული დრაჟე კი საჭიროა გამოვტოვოთ.
დიარეის და ღებინების შემთხვევაში საჭიროა დრაჟეს მიღების გაგრძელება თუ აღნიშნული სიმპტომები არ გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რეკომენდებულია ჩასახვის საწინააღმდეგო არაჰორმონული მეთოდების გამოყენება.
იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაცეპტივის ეფექტის შემცირება გრძელდება შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატების გამოყენება არაფექტურია.

გვერდითი მოვლები:
იშვიათად შესაძლებელია – სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის წონის ცვლილება, დეპრესიული მდგომარეობა, ლიბიდოს დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ზოგჯერ პრეპარატის პირველი ტაბლეტების მიღების შემთხვევაში შესაძლებელია მენსტრუაციებს შორის ან მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა.

უკუჩვენებები:
* ორსულობა ან ლაქტაციის პერიოდი;
* ღვიძლის მძიმე დაავადებები;
* სანაღვლე გზების დაავადებები ან სიყვითლე (იმ შემთხვევაში როდესაც აღნიშნული დაავადებები ვითარდება ორსულობის ან ესტროგენ-გესტაგენებით კომბინირებული მკურნალობის შემდეგ),
* თრომბოზი; თრომბოემბოლიები;
* არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა;
* შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა;
* ლიპიდური ცვლის დარღვევა;
* ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია;
* სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, ან საშვილოსნოს ლორწოვანის ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები (აგრეთვე მკურნალობის შემდეგ ან მათზე ეჭვის დროს);
* ბუტშუკოვანი გამონაყარი;
* ქავილი ან გარდამავალი სიყრუე, რომელიც ძლიერდება შემდგომი ორსულობის დროს;
* მგრძნობელობის და/ან მოძრაობის დარღვევით მიმდინარე შაკიკი;
* უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშვილოსნოდან;

გაფრთხილება
:
ჰორმონული კონტრაცეპტივები განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ვენების და არტერიების თრომბოემბოლური დაავადებებით, აგრეთვე გულის დაავადებებით და სისხლის შედედების პროცესის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში.
ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებულ პრეპარატებთან ერთად თამბაქოს მოწევა და პრემენოპაუზის ასაკი (30 წელს ზემოთ) კიდევ უფრო ზრდის არტერიული თრომბოზების (მაგ. ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის) განვითარების რისკს.
ზემოთაღნიშნული ასაკის ქალებს ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა.
40 წელს გადაცილებულ ქალებში საჭიროა განსაკუთრებული კონტროლი, რადგან ასაკთან ერთად იზრდება თრომბოზების მიმართ მიდრეკილება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– სხვა პრეპარატების მიღება (მაგ. საძილე საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანტიბიოტიკები) ასუსტებს ტრიზისტონის კონტრაცეპტიულ მოქმედებას.
– პრეპარატის გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ცვლილების გამო, საჭიროა ინსულინის ან ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზების კორექცია.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: JENAPHARM, გერმანია

გაფრთხილება