ტრიპლიქსამი / TRIPLIXAM

ტრიპლიქსამი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პერინდოპრილი, ინდაპამიდი, ამლოდიპინი/amlodipine, indapamide, perindopril

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული შემადგენლობის ანტიჰიპერტენზიული საშუალება

1. რა არის ტრიპლიქსამი და რისთვის გამოიყენება
ტრიპლიქსამი არის სამი აქტიური ინგრედიენტის: პერინდოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის კომბინაცია. ეს პრეპარატი წარმოადგენს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კომბინაციას პერინდოპრილი/ინდაპამიდი ფიქსირებული დოზით და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით, შეიძლება მიიღონ ტრიპლიქსამის ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს იგივე რაოდენობის სამივე აქტიურ ინგრედიენტს.
ყოველი აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ თქვენს არტერიულ წნევას:
• პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. ის მოქმედებს სისხლძარღვების გაფართოებით, რითაც უადვილებს გულს მათში სისხლის გადატუმბვას.
• ინდაპამიდი არის დიურეზული საშუალება (რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება სულფონამიდის წარმოებულები ინდოლის ბირთვით). დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმლით წარმოქმნილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზული საშუალებებისგან, იწვევს წარმოქმნილი შარდის რაოდენობის მხოლოდ მცირედ გაზრდას.
• ამლოდიპინი არის კალციუმის არხების მაბლოკირებელი (მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნებით და სისხლი ადილად მოძრაობს მათ სანათურში.

2. რისი ცოდნაა საჭირო ტრიპლიქსამის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ტრიპლიქსამი
• თუ გაქვთ ალერგია პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინგიბიტორების, ინდაპამიდის ან სხვა სულფონამიდების, ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი პარაგრაფში 6),
• თუ თქვენ აღგენიშნებათ ისეთი სიმპტომები როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლერი ქავილი ან კანის მწვავე გამონაყარი, წარსულში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას ან თქვენი ოჯახის წევრს გქონდათ ეს სიმტომები სხვა პირობებში (მგომარეობა, რომელსაც ეწოდება კვინქეს შეშუპება),
• თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება ან თქვენ გაგაჩნიათ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაავადებით გამოწვეული ტვინის დაავადება).
• თუ არსებობს ეჭვი, რომ გაქვთ გულის არანამკურნალები დეკომპენსირებული უკმარისობა (წყლის მწვავე შეკავება, სუნთქვის გაძნელება).
• თუ იღებთ ანტიარითმულ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გულისცემის რითმის დარღვევას (<<პირუეტის>> ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია),
• თუ თქვენ გაქვთ აორტის სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული ვერ აწვდის საკმარისი რაოდენობით სისხლს ორგანიზმს),
• თუ გაქვთ გულის შეტევის შემდგომი გულის უკმარისობა,
• თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),
• თუ გაქვთ კალიუმის დაბალი დონე,
• თუ გაქვთ თირკმელების სეროიზული პრობლემები,
• თუ იმყოფებით დიალიზზე,
• თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის პრობლემები (ტრიპლიქსამის მიღებისას დოზებით 10მგ/2,5მგ/5მგ და 10მგ/2,5მგ/10მგ),
• თუ თქვენ ხართ ორსულად, 3 თვეზე მეტი ვადით (ასევე არ არის რეკომენდებული ტრიპლიქსამის მიღება ორსლობის ადრეულ ვადებზეც – იხ. განყოფილება ორსულობაზე)
• თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი
• თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ, ალისკირენის შემცველ პრეპარატს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ტრიპლიქსამის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს:
• თუ აღგენიშნებათ ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც თირკმელს ამარაგებს სისხლით),
• თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადება,
• თუ თქვენ მკვეთრად აგეწიათ არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი),
• თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები,
• თუ გაქვთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია,
• თუ გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების გამკვრივება),
• თუ თქვენ გესაჭიროებათ ანალიზი პარათიროიდული ჯირკვლის მუშაობის შესამოწმებლად,
• თუ თქვენ გაქვთ პოდაგრა,
• თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი
• თუ თქვენ იმყოფებით მარილის შემზღუდველ დიეტაზე ან იყენებთ მარილის შემცვლელებს, რომლებიც შეიცავს კალიუმს (მეტად მნიშვნელოვანია, რომ  არ დაირღვეს სისხლში კალიუმის ბალანსი),
• თუ თქვენ იღებთ ლითიუმს ან კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რადგან საჭიროა მათი ტრიპლიქსამთან ერთობლივი გამოყენებისგან თავის არიდება იხ. <<სხვა პრეპარატების მიღება>>),
• თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის და თქვენი დოზა უნდა გაიზარდოს,
• თუ თქვენ აღგენიშნებათ ფოტომგრძნობელობის რეაქციები,
• თუ თქვენ ხართ შავკანიანი რასის წარმომადგენელი, თქვენ შეიძლება გაგაჩნდეთ კვინქეს შეშუპების (სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) სიხშირის უფრო მაღალი მაჩვენებელი და პრეპარატი, არტერიული წნევის შესამცირებლად შეიძლება აღმოჩნდეს ნაკლებად ეფექტური,
• თუ თქვენ ხართ ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტი და გიტარდებათ დიალიზი მაღალჰიდრავლიკური განვლადობის მემბრანებით,
• თუ თქვენ გაქვთ თირკმლის პრობლემები,
• თუ თქვენ სისხლში გაგაჩნიათ მაღალი მჟავიანობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სიხშირის ზრდა,
• თუ გაქვთ ტვინის სისხლის მომოქცევის უკმარისობა (სისხლის დაბალი წნევა თავის ტვინში),
• თუ გაქვთ სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (კვინქეს შეშუპება), რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარტის მიღება და მიმართეთ ექიმს,
• თუ თქვენ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის შემამცირებელ, ქვემოჩომათვლილ რომელიმე პრეპარატს:
– ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) (ასევე ცნობილია
როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი,
ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტით გამოწვეული,
თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
– ალისკირენი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.
• ასევე იხ. ინფორმაცია, რომელიც მოყვანილია განყოფილებაში <<არ მიიღოთ ტრიპლიქსამი>>).
ექიმმა თქვენ შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი, რათა შეამოწმოს ნატრიუმის ან კალიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონე.
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). ტრიპლიქსამი რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ პერიოდში, ასევე ორსულობის დროს 3 თვეზე მეტი ვადით, რადგანაც ამ ეტაზე მიღებისას მან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს (იხ. <<ორსულობა და ლაქტაცია>>).
როდესაც იღებთ ტრიპლიქსამს, აგრეთვე უნდა აცნობოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს:
• თუ ჩაგიტარდათ ანესთეზია ან/და ქირურგიული ოპერაცია,
• თუ უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა ან ღებინება ან გაქვთ გაუწლოება,
• თუ თქვენ გიტარებენ დიალიზს ან დსლპ აფერეზს (თქვენი სისხლიდან ქოლესტერინის მექანიკური გამოყოფა),
• თუ თქვენ უნდა ჩაგიტარონ ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შემამცირებელი დესენსიბილიზაცია,
• თუ თქვენ გიტარებენ ანალიზს, რომლის დროსაც აუცილებელია იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა (ნივთიერება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ისეთი ორგანოების, როგორიც არის თირკმელები ან კუჭი რენტგენზე დანახვა).

ბავშვები და მოზარდები
ტრიპლიქსამი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებში და მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და ტრიპლიქსამი
გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით, ღებულობთ ან აპირებთ რაიმე პრეპარატების მიღებას.
არ მიიღოთ ალისკირენი (გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ) თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები.
თავი მოარიდეთ ტრიპლიქსამის მიღებას შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
• ლითიუმი (გამოიყენება ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის მანია, მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი და რეკურენტული დეპრესია),
• კალიუმის შემნახველი პრეპარატები (მაგ., ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები,
• დანტროლენი (ინფუზია), რომელიც აგრეთვე გამოიყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სამკურნალოდ, ანესთეზიის დროს (სიმპტომები მოიცავს ძალიან მაღალ ტემპერატურას და კუნთების რიგიდობას),
• ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო თერაპიაში),
• სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების მაბლოკირებლები.

ტრიპლიქსამით მკურნალობაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების  მიღებამ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა ან/და მიიღოს სხვა უსაფრთხოების ზომები. არ დაგავიწყდეთ, რომ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ  ღებულობთ ქვემოჩამოთვლილ პრეპარატებს, რადგანაც თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ განსაკუთრებული ყურადღება:
• სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ), ალისკირენი (ასევე იხ. ინფორმაცია, განყოფილებებში,,არ მიიღოთ ტრიპლიქსამი”) და დიურეზული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობას),
• კალიუმის დამზოგველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი, დღეში 12,5-50მგ დოზით,
• საანესთეზიო საშუალებები,
• იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებები,
• ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),
• მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ),
• მეტადონი (გამოიყენება ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალოდ),
• დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, ციზაპრიდი, დიფემამილი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი (გულის არარეგულარული რითმის სამკურნალოდ),
• ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე საშუალებები),
• დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის პრობლემების სამკურნალოდ),
• ზოგიერთი ანტიბიოტიკი, გამოყენებული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიც არის რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი,
• იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, საინექციო ამფოტერიცინ B (სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ),
• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
• მიზოლასტინი, ტერფენადინი ან ასტემიზოლი (ანტიჰისტამინები, თივის ცხელების ან ალერგიების სამკურნალოდ),
• კორტიკოსტეროიდები, სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ, ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგ., იბუპროფენი) ან სალიცილატების მაღალი დოზები (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა),
• იმუნოდეპრესანტები, აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდეგ პრანსპლანტატის მოცილების საპროფილაქტიკოდ (მაგ., ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი),
• ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),
• ოქროს პრეპარატები, განსაკუთრებით ინტრავენური მიღებისას (რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ),
• გალოფანტრინი (ზოგიერთი სახის მალარიის სამკურნალოდ),
• ბაკლოფენი, კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, ისეთი დაავადებისას, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი,
• დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ინსულინი ან მეტფორმინი),
• კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,
• მასტიმულირებელი საფაღარათეO საშუალებები (მაგ., სინამაქი),
• კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები,
• ვინკამინი (გამოყენება სიმპტომური კოგნიტიური დარღვევების დროს ხანდაზმულებში, მეხსირების დაკარგვის ჩათვლით),
• ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, იმიპრამინის ტიპის ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები),
• პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),
• რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეგრედწოდებული პროტეაზას ინჰიბიტორები აივ-ის სამკურნალოდ)
• ჰყპერიცუმ პერფორატუმ (კრაზანა),
• ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ),
• ჰეპარინი (სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები),
• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის დაბალი წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალოდ (მაგ., ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი),
• ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან სხვა ვაზოდილატატორები, რომლებმაც შეიძლება შემდგომში კიდევ შეამციროს წნევა.

ტრიპლიქსამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ტრიპლიქსამს არ უნდა მიიღონ გრეიპფრუტის წვენი ან თვით გრეიპფრუტი. ეს გამოწვეულია იმით, რომ გრეიპფრუტს და გრეიპფრუტის წვენს შეუძლიათ გაზარდონ სისხლში აქტიური ინგრედიენტის, ამლოდიპინის კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრიპლიქსამის მიერ არტერიული წნევის უპროგნოზო შემცირება.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორსულობა
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ).
თქვენი ექიმი გირჩევთ ტრიპლიქსამის მიღების შეწყვეტას დაორსულებამდე ან დაუყოვნებლივ, როდესაც თქვენთვის ცნობილი გახდება, რომ ხართ ორსულად და გირჩევთ ტრიპლიქსამის ნაცვლად სხვა პრეპარატის გამოყენებას. რეკომენდებული არ არის ტრიპლიქსამის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე, ასევე 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც მას ორსულობის მესამე თვის შემდეგ მიღებისას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ლაქტაცია
თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ან გეგმავთ ამას აცნობეთ თქვენს ექიმს. ტრიპლიქსამის დანიშნვა რეკომენდებული არ არის მეძუძურ დედებში და თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა, თუ თქვენ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ტრიპლიქსამმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტები თქვენში იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას, დაღლილობის შეგრძნებას ან თავის ტკივილს არ დაჯდეთ საჭესთან, არ გამოიყენოთ მოწყობილობები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

3. როგორ მიიღება ტრიპლიქსამი
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მითითება. დააზუსტეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან მომენტები, რომლებიც თქვენთვის არ არის ნათელი. მიიღეთ ტაბლეტი ჭიქა წყლის დაყოლებით, უმჯობესია დილით, ჭამამდე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომელი დოზაა თქვენთვის შესაფერისი. ეს ჩვეულებრივ შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში.
თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ტრიპლიქსამს ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ მიიღებთ ტაბლეტების ჭარბ რაოდენობას, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი წნევის სერიოზული დაწევა, რაც ზოგჯერ შეიძლება დაკავშირებული იყოს გულისრევასთან, ღებინებასთან, კრუნჩხვებთან, თავბრუსხვევასთან, ძილიანობასთან, ცნობიერების დაბინდვასთან, ოლიგურიასთან (ნორმაზე ნაკლები შარდის გამოყოფა), ანურიასთან (შარდის გამომუშავების ან გამოყოფის შეწყვეტა). შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, წაგივიდეთ გული ან იგრძნოთ სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრად დაცემისას შეიძლება განვითარდეს შოკი. თქვენი კანი შეიძლება გახდეს ცივი და ნოტიო, შეიძლება დაკარგოთ გონება. თუ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის ტრიპლიქსამის ტაბლეტები დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ტრიპლიქსამის მიღება
მეტი ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ წამალი მიიღოთ ყოველდღიურად, რეგულარული მკურბნალობის სახით. თუმცა თქვენ თუ დაგავიწყდათ ტრიპლიქსამის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
თუ თქვენ წყვეტთ ტრიპლიქსამის მიღებას
რადგან ჰიპერტენზიის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით თქვენ გექნებათ კითხვები, დაუსვით ისინი თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების ანალოგიურად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ მოცემული მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:
• უეცარი მსტვენავი სუნთქვა, მკერდში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში)
• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში)
• პირის, ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში)
• კანის სერიოზული რეაქციები, კანის მნიშვნელოვანი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლის და კანის შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათად) (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1 პაციენტში)
• ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ხშირად) (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)
• გულის შეტევა (ძალიან იშვიათად) (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში), გულისცემის რითმის სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევა (უცნობია)
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში ან ზურგში, რასაც ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათასდ) (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1 პაციენტში)
სიხშრის კლების მიხედვით გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
• ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება), მოულოდნელი სიწითლე, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის პრობლემები, ყურებში შუილი (ხმაურის შეგრძნება ყურებში), თავბრუსხვევა სისხლის დაბალი წნევის გამო, ხველა, ქოშინი, გასტრო-ინტესტინური დარღვევები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნების დარღვევები, დისპეფსია ან მონელების პრობლემები, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, ქავილი), კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, წვივების შეშუპება (ედემა).
• არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში):
განწყობის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევები, კანკალი, ჭინჭრის ციება, გულის წასვლა, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, რინიტი (გაგუდული ცხვირი ან სურდო), დეფეკაციის რითმის ცვლილება, თმის ცვენა, პურპურა (კანზე წითელი წერტილები), კანის გაუეფრულება, კანის ქავილი, ოფლიანობა, ტკივილი გულმკერდში, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, თირკმლის პრობლემები, შარდის გამოყოფის დარღვევები, ღამით მოშარდვის სურვილების გახშირება, გახშირებული შარდვა, ერექციის მიღწევის შეუძლებლობა, ცხელება ან მაღალი ტემპერატურა, მამაკაცებში მკერდში დისკომფორტი ან მისი გადიდება, წონის მომატება ან დაქვეითება, სისხლის ზოგიერთი ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა, სისხლში კალიუმის მაღალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე), სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, თვალებში გაორება, გულსიცემის რითმის გახშირება, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ფოტომგრძნობელობის რეაქციები (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შემდეგ, ბუშტუკები ხელების წვივების ან ტერფების კანზე, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება, დაცემა, პირის სიმშრალე.
• იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):
ცნობიერების დაბინდვა, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, შრატის ბილირუბინის მაღალი დონე.
• ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში)
ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, (რაც იწვევს სილურჯეების გაჩენას და ცხვირიდან სისხლდენას), ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება), გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (გულსცემის რითმის დარღვევა, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში, ყბაში და ზურგში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით, გამოწვეული გულისკენ სისხლის ნაკადის გაუარესებით), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), ღრძილების შეშუპება, კანის მწვავე რეაქციები კანის ინტენსიური გამონაყარის, მთელი სხეულის სიწითლის, მწვავე ქავილის, ბუშტუკების, აქერცვლის და შეშუპების ჩათვლით, მულტიფორმული ერითემა (კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე წითელი ქავანა ლაქებით), სისხლდენა, მტკივნეულობა ან ღრძილების გადიდება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), თირკმელების მწვავე პრობლემები, კანის გაყვითლება (სიყვითლე), მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვების დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, კუნთური ტონუსის მომატება, ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი მაღალი დონე), სისხლში კალციუმის მაღალი დონე, ინსულტი, შესაძლოა ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო.
• უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დაავადება რომელიც გამოწვეულია ღვიძლის პათოლოგიით), ანომალური ეკგ, სისხლში კალიუმის დაბალი დონე,  თუ აღგენიშნებათ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზის ტიპი), ის შეიძლება გაუარესდეს, ახლომხედველობა (მიოპია), მხედველობის გაუარესება.
ასევე არსებობს შეტყობინებები შემდეგ გვერდით ეფექტებზე: გართულებები რომლებიც მოიცავს: რიგიდობას, ტრემორს ან/და მოძრაობით დარღვევებს.

შეიძლება განვითარდეს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები (სისხლის ანალიზებში). თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი მდგომარეობის მონიტორინგისთვის.

შეტყობინება გვერდით ეფექტებზე
თუ გამოგივლინდებათ რომელიმე გვერდითი ეფექტები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს აგრეთვე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში. გვერდით ეფექტებზე შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

5. როგორ ინახება ტრიპლიქსამი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ტაბლეტებიან ფლაკონზე. პრეპარატი ვარგისია ვადაში მითითებული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არა უმეტეს 30ºჩ ტემპერატურაზე.
ფლაკონისთვის, რომელიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 30 ტაბლეტს, ვარგისობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 30 დღეს.
ფლაკონისთვის, რომელიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 100 ტაბლეტს, ვარგისობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 100 დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში და ჩვეულებრივ ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა განთავისუფლდეთ წამლებისგან, რომელთაც აღარ ღებულობთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტრიპლიქსამი
• აქტიური ნივთიერებებია პერინდოპრილ არგინინი, ინდაპამიდი და ამლოდიპინი.
ტრიპლიქსამის ერთი 2.5/0.625/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2.5მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 1.6975მგ პერინდოპრილს, 0.625მგ ინდაპამიდს და 5მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ 6.935მგ ამლოდიპინის ბეზილატს.
ტრიპლიქსამის ერთი 5/1.25/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 3,395მგ პერინდოპრილს, 1.25მგ ინდაპამიდს და 6.935მგ ამლოდიპინ ბეზილატს 5მგ ამლოდიპინის ექვივალენტს.
ტრიპლიქსამის ერთი 5/1.25/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 3.395მგ პერინდოპრილს, 1.25მგ ინდაპამიდს და 13.870მგ 10მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ ამლოდიპინის ბეზილატს.
ტრიპლიქსამის ერთი 10/2.5/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 6.790მგ პერინდოპრილს, 2.5მგ ინდაპამიდს და 6.935მგ 5მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ ამლოდიპინის ბეზილატს.
ტრიპლიქსამის ერთი 10/2.5/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 6.790მგ 10მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ პერინდოპრილს, 2.5მგ ინდაპამიდს და 10მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ 13.870მგ ამლოდიპინი ბეზილატს
• სხვა ინგრედიენტებია:
– ტაბლეტის ბირთვი: ნაერთი კალციუმის კარბონატის და სახამებლის ფუძეზე: კალციუმის კარბონატი 90%, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი 10%, მიკროკრისტალური ცელულოზა  (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), მაგნიუმის სტეარატი (E572), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, პრეჟელატინიზებული სახემებელი.
• ტაბლეტის აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა 6მPა.ს (E464),  მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E572), ტიტანის დიოქსიდი (E171).

როგორ გამოიყურება ტრიპლიქსამი და შეფუთვის შემადგენლობა
ტრიპლიქსამი 2.5/0.625/5მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 8.5მმ სიგრძით და 4.5მმ სიგანით, გრავირებით   ერთ მხარეს და   მეორე მხარეს.
ტრიპლიქსამი 5/1.25/5მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 9.75მმ სიგრძით და 5.16მმ სიგანით, გრავირებით   ერთ მხარეს და   მეორე მხარეს.
ტრიპლიქსამი 5/1.25/10მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10.7მმ სიგრძით და 5.66მმ სიგანით, გრავირებით   ერთ მხარეს და   მეორე მხარეს.
ტრიპლიქსამი 10/2.5/5 მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 11.5მმ სიგრძით და 6.09მმ სიგანით, გრავირებით   ერთ მხარეს და   მეორე მხარეს.
ტრიპლიქსამი 10/2.5/10მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 12.2მმ სიგრძით და 6.46მმ სიგანით, გრავირებით   ერთ მხარეს და   მეორე მხარეს.
ტაბლეტები მოთავსებულია კოლოფში 30, 60 (30 ტაბლეტიანი 2 ფლაკონი), 90 (30 ტაბლეტიანი 3 ფლაკონი) 100 და 500 ტაბლეტი (100 ტაბლეტიანი 5 ფლაკონი)
ტაბლეტების ფლაკონის საცობში მოთავსებულია გამაშრობელი.
ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება ბაზარზე არ იყოს.

გამოშვების ფორმა: 2.5მგ/0.625მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Servier (Ireland) Industries Ltd,  ირლანდია

გაფრთხილება