ტრიფლუოპერაზინი-TRIFLUOPERAZINE

ტრიფლუოპერაზინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ანტიფსიქოზურ საშუალებას, რომელიც ხასიათდება ნეიროლეფსიური ეფექტით. პრეპარატი ავლენს სედატიურ ზემოქმედებას ჰალუცინაციურ-ბოდვითი და ჰალუცინატორული მდგომარეობის დროს. პრეპარატს გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო და გამოხატული კატალეფსიური მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატს გააჩნია აბსორბციის მაღალი ხარისხი, პლაზმის ცილებთან მისი კავშირი შეადგენს 95%-ს, ხოლო ბიოშეღწევადობა – 35%-ს. სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცეტრაცია აღინიშნება 2-4 სთ-ის შემდეგ. იგი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ფარმაკოლოგიურად არააქტიურ მეტაბოლიტებად.

ჩვენებები
ტრიფლუოპერაზინი გამოიყენება შიზოფრენიის, განსაკუთრებით პარანოიდული ფორმის, აპათიურაბულიური სინდრომის, აგრეთვე დაავადებების დუნედ მიმდინარე ისეთი ფორმების სამკურნალოდ, როგორიციაა შიზოფრენია გამოხატული ჰალუცინაციურ-პარანოიდული, ფსიქოზისა და ნევროზის მსგავსი, იპოქონდრიული, სენესტოპათური სიმპტომებით, სამკურნალოდ.
პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე იმ ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც მიმდინარეობენ ბოდვითი სიმპტომებითა და ჰალუცინაციებით: ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაციები და პარანოიდები, ინვოლუციური ფსიქოზები და ნევროზები;
პრეპარატი შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ. ერთჯერადი დოზა მკურნალობის დასაწყისში შეადგენს 5 მგ-ს. შემდგომში მას თანდათანობით ზრდიან 5 მგ-ით, დღეღამური დოზა შეადგენს 30-80 მგ-ს (ცალკეულ შემთხვევებში 100-120 მგ-მდე).
დღეღამურ დოზას ყოფენ 2-4 მიღებაზე. სასურველი ეფექტის მიღწევისას შემდგომში ოპტიმალურ დოზას ნიშნავენ 1-3 თვის განმავლობაში, რომელსაც თანდათანობით ამცირებენ 5-20 მგ-მდე დღეღამეში. ბოლო დოზებს შემდგომში იყენებენ ეფექტის შემანარჩუნებელი დოზის სახით.
– დეპრესიულ-ჰალუცინაციური და დეპრესიულ-ბოდვითი მდგომარეობის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში.
– ღებინების სიმპტომების კუპირებისათვის პრეპარატი ინიშნება 1-4 მგ-ის ოდენობით დღეში.
პრეპარატით მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-9 თვეს, ხოლო ცალკეული შემთხვევებში უფრო მეტ ხანს. დაავადების კლინიკური სურათის მიხედვით პრეპარატი შესაძლებელია მიღებულ იქნას სხვა ნეიროლეფსიურ ან ტრანკვილიზურ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში (მაგრამ არა ანტიდეპრესიულ საშუალებებთან).

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღებისას ხშირად აღინიშნება ექსტრაპირამიდული დარღვევები (დისკინეზიები, აკინეტო-რიგიდული მოვლენები, აკატიზია, ჰიპერკინეზები, ტრემორი, ვეგეტატური დარღვევები). კორექციის მიზნით გამოიყენება ანტიპარკინსონული საშუალებები – ტროპაცინი, ციკლოდოლი და სხვა. დისკინეზიები (კისრის, ენის, პირის ღრუს ძირის, კუნთების პაროქსიზმული კრუნჩხვები, ოკულოგირული კრიზი) კუპირდება კოფეინის ნატრიუმის ბენზოატით (2 მლ 20% ხსნარი კანქვეშ) ან ამინაზინით (1-2 მლ 2.5% ხსნარი კუნთებში).
იშვიათ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს ტოქსიური ჰეპატიტი, აგრანულოციტოზი. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება.

უკუჩვენებები
* ღვიძლის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
* გულის დაავადებები, რომელიც მიმდინარეობს გამტარობის დარღვევით და დეკომპენსაციით;
* ორსულობის პერიოდი, თირკმელების მძიმე დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრირებას (მაგ. ავტომობილისა და მექანიზმების მართვა).
პრეპარატის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია შეუქცევადი დისკინეზური მოვლენების განვითარება.
გვიანი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება
მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი შეუთავსებელია ეთანოლთან და იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს.

გაფრთხილება