ტუგევია / TUGEVIA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

აღწერილობა: მუქი მოყვითალო-მოყავისფრო სითხე ალუბლის სურნელით.

შემადგენლობა
150მლ სიროფი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ცაცხვის ყვავილების კონცენტრირებული ექსტრაქტი 5.100მლ
ბარამბოს ბალახის კონცენტრირებული ექსტრაქტი 4.950მლ
გვირილის ყვავილების კონცენტრირებული ექსტრაქტი 4.950მლ
დიდი კამის თესლების ექსტრაქტი 0.0195გ
ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი 1.950გ
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, მალტიტოლი, ტკბილი არომატიზატორი “ალუბალი”, არომატიზატორი “გრეიფრუტი”, სუკრალოზა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტუგევია – კომბინირებული მცენარეული საშუალება ავლენს ნაწლავებში აირწარმოქმნის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზურ ეფექტს, რასაც განაპირობებს პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მოქმედება. ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტს ახასიათებს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური მოქმედება, ბიოფლავონოიდების შემცველობის გამო ავლენს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ ეფექტს, ამცირებს მოუსვენრობას, ზრდის ყურადღების კონცენტრირების შესაძლებლობას. ცაცხვის ყვავილების ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრს განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები: გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, კაროტინი და ასკორბინის მჟავა (A და C ვიტამინი), საპონინები, ფლავონოიდები, კუმარინი, ეთერზეთები და მიკროელემენტები. ბარამბოს ბალახისა და ფოთლების ექსტრაქტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და გვევლინება ბუნებრივ ანტიდეპრესანტად, ხსნის თავის ტკივილს, ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. გვირილის ყვავილების ექსტრაქტი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, სედაციური, ნაღველმდენი მოქმედებით. გვირილის ყვავილების შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთი – აზულენი
(ხამაზულენი) განსაზღვრავს მის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ხოლო აპიგენინი და აპინინი – სპაზმოლიზურ ეფექტს. დიდი კამის თესლების ექსტრაქტი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას და აძლიერებს პერისტალტიკას, აქტიური ნივთიერებები ხსნის სპაზმს და ხელს უშლის ნაწლავებში აირების დაგროვებას.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ – ტუგევიას თერაპიული ეფექტი განპირობებულია მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამიტომ კლინიკური ფარმაკოკინეტიკური დაკვირვებების წარმოება შეუძლებელია;

გამოყენების ჩვენებები:
– მუცლის შებერილობა – კოლიკა ჩვილებში;
– მუცლის შებერილობა და სპაზმი სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში;
– ძილის დარღვევა ბავშვებში.

გამოყენების წესი და დოზები
სიროფი ტუგევიას 5მლ მიიღება 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წყალში, ხილის წვენში ან საბავშვო საკვებში შერევა. სიროფის მისაღებად გამოიყენება საზომი ჭიქა 5მლ-ის, 10მლ-ის, 15მლ-ის შესაბამისი გრადუირებით. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება. რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები
ნატურალური კომპონენტების შემცველობის გამო შესაძლებელია ნალექის წარმოქმნა. გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესწავლილი არ არის. პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი განკუთვნილია პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების არასასურველი ეფექტები აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირება
ტუგევიას დოზის გადაჭარბების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.

გამოშვების ფორმა.
შიგნით მისაღები 150მლ სიროფი ყვითელ მინის ფლაკონში ხრახნიანი დამცავი თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასა და საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის მფლობელია კომპანია. “როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი
(“ROTAPHARM”, GREAT BRITAIN).

გაფრთხილება