უნიმერ ბეიბი / UNIMER BABY

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის ქლორიდი /Sodium chloride

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფიზიოლოგიური ხსნარი თვალების და ცხვირის ჰიგიენისთვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ხსნარი: ერთჯერად ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 12 ც.
შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი – 0.9 გ, გამოხდილი წყალი – 100 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
უნიმერ ბეიბი არის სტერილური, არასაინექციო ფიზიოლოგიური  ხსნარი, არ შეიცავს კონსერვანტებს. წარმოდგენილია ერთჯერადი გამოყენების ამპულებში, უნიმერ ბეიბი არის უსაფრთხო, ჰიგიენური და მარტივად გამოსაყენებელი საშუალება.

ჩვენებები
უნიმერ ბეიბი  ხსნარი რეკომენდირებულია ბავშვებისთვის, მოზარდებისა და მოზრდილებისთვის:
– ცხვირის ჰიგიენისთვის: მშრალი ან გაჭედილი ცხვირის გამოსარეცხად ან გასასუთავებლად;
– თვალის ჰიგიენისთვის: თვალების გაწმენდისა და თვალის აბაზანისთვის;
– ჭრილობების გასაწმენდად.

დოზირების რეჟიმი
ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავე ამპულას სხვადასხვა მიზნისთვის. ერთი ამპულა განკუთვნილია ინდივიდუალური გამოყენებსისათვის. გახსენით ამპულა თავის დატრიალებით.
ნაზალური და ოკულარული ჰიგიენისთვის: უნიმერ ბეიბი  ხსნარი ნაზალური და ოკულარული ჰიგიენის დაცვისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას 1-დან 6-ჯერ დღეში, საჭიროების მიხედვით.
ნაზალური ჰიგიენისთვის: გაჭედილი ან მშრალი ცხვირის გამოსარეცხად ან გასაწმენდად.

გამოყენების ინსტრუქცია
მოხსენით თავსახური. ნაზად მოათავსეთ წვერი ცხვირის ნესტოში და  მოუჭირეთ ხელი ამპულას. გაიმეორეთ მეორე ნესტოში იგივე. აწიეთ თავი მაღლა, რათა ხსნარი არ გადმოვიდეს, შემდეგ მოიწმინდეთ ნარჩენი. ნუ მოიწმენდთ ცხვირს ძლიერად უნიმერ ბეიბის გამოყენებიდან 10 წუთის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები

გაფრთხილება: ბავშვებში გამოყენებისის, გამოადინეთ წვეთები მინიმალური ძალით, რათა თავიდან აიცილოთ შუა ყურის ინფიცირება.
ოკულარული ჰიგიენისთვის: თვალების გაწმენდისა და თვალის აბაზანისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ორივე თვალში ჩაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი, ნუ შეახებთ ამპულას თვალს, მოიწმინდეთ ნარჩენი სითხე სტერილური დოლბანდით.

გაფრთხილება: ნუ გამოიყენებთ თვალის მოვლის სხვა საშუალებებს, უნიმერ ბეიბის გამოყენებიდან 15 წუთის განმადვლობაში.
ჭრილობების გასაწმენდად
გამოყენების ინსტრუქცია: ამორეცხეთ ჭრილობა ამპულაში არსებული ხსნარის ბოლომდე გამოყენებით. ნუ შეახებთ ამპულის ზედაპირს ჭრილობას.

გაფრთხილება: მოიწმინდეთ ნარჩენი სითხე მხოლოდ დაუზიანებელი ადგილიდან.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 5 მლ ამპულა #12ც

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: LDPSA, საფრანგეთი

გაფრთხილება