უროფოსი / Urofos

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): fosfomycine

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფონის მჟავას წარმოებულების ჯგუფის ანტიბიოტიკები

1. რა არის უროფოსი და რისთვის გამოიყენება?
• 1 პაკეტი შეიცავს 5.631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რაც 3 გ ფოსფომიცინის ეკვივალენტურია.
• უროფოსი განეკუთვნება სისტემური ანტიბიოტიკების ჯგუფს.
• უროფოსი გამოდის ერთი ან ორი 8 გ-იანი შიგთავსის მასის პაკეტების სახით.
• ფოსფომიცინის 3 გ გრანულები, პერორალური ხსნარის მოსამზადებლად, გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მოზრდილებში ქვემო საშარდე გზების მწვავე, გაურთულებელი ინფექციების დროს. ის ასევე გამოიყენება პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური და ქირურგიული პროცედურების დროს.

2. განსაკუთრებული მითითებები უროფოსის მიღებამდე
არ მიიღოთ უროფოსი, თუ
• გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) უროფოსის აქტიური ნივთიერების ან მისი შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
• გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა ან იმყოფებით ჰემოდიალიზზე.
• გაქვთ ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას ნაკლოვანება.
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უროფოსის მიღების დროს, თუ:
• გაქვთ დიაბეტი. გახსოვდეთ, რომ ყოველი პაკეტი შეიცავს 2.173 გ საქაროზას.
• გაქვთ ზემო საშარდე გზების ინფექციები თირკმლების ანთებითი პროცესით (ნეფრიტი, პიელონეფრიტი და სხვა), უროფოსის მიღება ასეთ დროს არ არის რეკომენდებული.
• მკურნალობის დროს ან მის შემდეგ განვითარებული მძიმე ფორმის ან პერსისტენტული დიარეა მიუთითებს ნაწლავის ანტებით პროცესზე (ფსევდომემბრანული კოლიტი).
თუ გამოგივლინდათ ან წარსულში აღგენიშნებოდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, მიმართეთ ექიმს.

უროფოსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვები ამცირებს ფოსფომიცინის ტრომეტამოლის აბსორბციას და შედეგად აქვეითებს მის კონცენტრაციას სისხლსა და შარდში.
უროფოსი მიიღება მშიერ კუჭზე (საკვების მირებიდან 2-3 საათის შემდეგ).

ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ორსულობის დროს მედიკამენტის გამოყენების შესახებ.
თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორუსლობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ.
ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია, გადადის თუ არა ფოსფომიცინი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი მედიკამენტი გადადის დედის რძეში და რადგან უროფოსი წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ახალშობილებისთვის, უნდა გადაწყდეს ლაქტაციის შეწყვეტის ან მედიკამენტის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი, ნაყოფისთვის სავარაუდო რისკისა და დედისთვის სარგებლის შეფასების გზით.

ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვაზე გავლენა
უცნობია მისი გავლენა ყურადღებისა და რეაქციის სისწრაფეზე.
მნიშვნელოანი ინფორმაცია უროფოსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
უროფოსი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს საქაროზას. თუ გაქვთ საქაროზას აუტანლობა, უროფოსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს (იხ. „ნუ მიიღებთ უროფოსს, თუ“).

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
მეტოკლოპრამიდი (დისპეფსიის სამკურნალო საშუალება) უროფოსთან კომბინაციაში აქვეითებს ფოსფომიცინის კონცენტრაციას შრატში და მის გამოყოფას შარდით; ამგვარად, დაუშვებელია მეტოკლოპრამიდის მიღება უროფოსთან ერთად.
ციმეტიდინი (დისპეფსიისა და კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალება) გავლენას არ ახდენს ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე ან მის კონცენტრაციაზე შარდში.
უროფოსმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე მოქმედ საშუალებებთან ერთად დანიშვნისას.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან წარსულში იღებდით სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

3. უროფოსის მიღების წესი
მიიღეთ უროფოსი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
საშარდე გზების ინფექციების დროს უროფოსი მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.
რეკომენდებული დოზა ტრანსურეთრული ქირურგიული ან დიაგნოსტიკური პროცედურების დროს არის 3 გ-ანი უროფოსის ერთი პაკეტის მიღება ქირურგიულ ჩარევამდე 3 საათით ადრე და 3გ-იანი ერთი პაკეტი – ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ.

მიღების წესი და გზა:
უროფოსის შიგთავსი იხსნება ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალში და მიიღება გახსნისთანავე.
უროფოსი მიიღება მშიერ კუჭზე (საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ). რეკომენდებულია ორალური ხსნარი მიიღოთ ძილის წინ, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
რადგან ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევებით, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენება გერიატრიაში:
არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები უროფოსის გამოყენების შესახებ ხანდაზმულ პაციენტებში.
განსაკუთრებული პოპულაცია:
თირკმლის უკმარისობა:
არ არის რეკომენდებული უროფოსის მიღება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს.
ღვიძლის უკმარისობა:
არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები.
თუ ფიქრობთ, რომ უროფოსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უროფოსის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში
მიიღეთ უროფოსი მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
უროფოსის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უროფოსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
უროფოსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შეეცადეთ მიიღოთ იგი გახსენებისთანავე.
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
უროფოსის მიღების შეწყვეტა
უროფოსის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, უროფოსსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა მისი შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ უროფოსის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს კლინიკას, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:
• გამონაყარი კანზე,
• ქავილი,
• სუნთქვის გაძნელება,
• მცირე ზომის წითელი ლაქები კანზე,
• სახის შეშუპება,
• ხორხის შეშუპა,
• კანის ზედაპირული ვენების შეშუპება,
• სისხლის უჯრედების მკვეთრი შემცირება (აპლასტიური ანემია).
მიმართეთ ექიმს ან უახლოეს კლინიკას, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:
• სისხლიანი და/ან ლორწოვანი ქრონიკული დიარეა,
• თავის ტკივილი,
• თავბრუსხვევა,
• ზოგადი სისუსტე, დაღლილობა,
• საშოს ლორწოვანი გარსის ანთება (ვაგინიტი),
• სმენის დაქვეითება,
• სიყვითლე,
• მუცლის ტკივილი.
ყველა ჩამოთვლილი მოვლენა სერიოზულ ხასიათს ატარებს. შესაძლოა დაგჭირდეთ ექიმის მეთვალყურეობა.
სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
მიმართეთ ექიმს, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:
• გულისრევა,
• დიარეა,
• წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან,
• მონელების დარღვევა,
• ღებინება,
• მადის დაქვეითება,
• ყელის ტკივილი,
• ალები,
• სისხლისა და ღვიძლის მაჩვენებლების ცვლილება.
აღნიშნული გვერდითი მოვლენები ზომიერ ხასიათს ატარებს.
ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. უროფოსის შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ უროფოსი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ნუ გამოიყენებთ გარე ან შიდა შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა: 3გ გრანულირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი

გაფრთხილება