ურსოდეოქსიქოლის მჟავა – URSODEOXYCHOLIC ACID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორული  საშუალება, ნაღვლმდენი  და  ქოლელითიაზური მოქმედებით.

ჩვენებები
ურსოდეოქსიქოლის მჟავა გამოიყენება პირველადი ბილიარული ციროზის, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის ქოლესტატური სინდრომით, მწვავე ჰეპატიტის, ღვიძლის მუკოვისციდოზის, ნაღვლის სადინარის თანდაყოლილი ატრეზიის, ბილიარული რეფლუქს-ეზოფაგიტისა და რეფლუქსგასტრიტის, ქოლეცისტოპათიის დროს ბილიარული დისპეფსიური სინდრომის არსებობისას,
ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების მიღებით გამოწვეული ქოლესტაზური სინდრომის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
პრეპარატი გამოიყენება ციტოსტაზური სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის შედეგად გამოწვეული ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის,
იგი გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის და სხვა ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს დამხმარე მკურნალობისათვის.
პრეპარატის კაფსულები გამოიყენება ქოლესტერინული კენჭების, აგრეთვე ლიტოტრიფსიის შემდეგ ნაღვლის ბუშტსა და ნაღვლის საერთო სადინარში მათი ფრაგმენტების დასაშლელად.

დოზირების რეჟიმი
ქოლესტერინული წარმოშობის კენჭების დაშლის და ღვიძლის ქოლესტაზური დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს 1 კგ სხეულის წონაზე და ნაწილდება შემდეგნაირად:
– 60 კგ-მდე – 2 კაფსულა;
– 80 კგ-მდე – 3 კაფსულა;
– 100 კგ-მზე – 4 კაფსულა.
ნაღვლის კენჭების დასაშლელად პრეპარატის სადღეღამისო მთლიანი დოზის მიღება ხდება ერთჯერადად საღამოს.
ღვიძლის ქოლესტაზური დაავადებების მკურნალობისათვის სადღეღამისო დოზა ნაწილდება შემდეგნაირად:
– 60 კგ-მდე 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს;
– 80 კგ-მდე 1 კაფსულა დილით. 1 კაფსულა შუადღით და 1 კაფსულა საღამოს;.
– 100 კგ-მდე 1 კაფსულა დილით, 1 კაფსულა შუადღით და 2 კაფსულა საღამოს.
ბილიარული რეფლუქს-გასტრიტის მკურნალობის დროს გამოიყენება დღეში 1 კაფსულის ოდენობით. კაფსულა აუცილებელია მივიღოთ საღამოს ძილის წინ. კაფსულა უნდა გადავყლაპოთ მთლიანად, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. პრეპარატი უნდა მივიღოთ რეგულარულად.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-დან 24 თვემდე. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობიდან 12 თვის შემდეგ არ აღინიშნება კონკრემენტების ზომაში შემცირება, მკურნალობის გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი. მკურნალობის შედეგები მოწმდება ყოველ 6 თვეში ულტრაბგერითი ან რენტგენოლოგიური კვლევების შედეგად.
ბილიარული რეფლუქს-გასტრიტის მკურნალობის შემთხვევაში პრეპარატი ჩვეულებრივ მიიღება 10-14 დღის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
მკურნალობის ეფექტურობისათვის აუცილებელია პრეპარატის რეგულარული მიღება. მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციური სინჯების კონტროლი.

გვერდითი მოვლენები
მკურნალობის პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს ნაღველის კონკრემენტების ჩაკირვა. იშვიათ შემთხვევაში ფაფისებრი განავალი.

უკუჩვენებები
* ურსოდეოქსიქოლის მჟავას მიღება უკუნაჩვენებია ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების მწვავე ანთებისას, აგრეთვე ბილიარული ტრაქტის გამტარობის (ნაღვლის საერთო სადინარის ან ნაღლის ბუშტის) დარღვევის შემთხვევაში.
* პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
* პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როდესაც ნაღვლის ბუშტი არ ფიქსირდება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად, კალციფიცირებული კონკრემენტების არსებობისას, აგრეთვე როდესაც დარღვეულია ნაღვლის ბუშტის კუმშვადი ფუნქცია;
* პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, როდესაც მათ ხშირად აღენიშნებათ შეტევა სანაღვლე გზების ჭვალის სახით.

ორსულობა და ლაქტაცია
ვინაიდან საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი პრეპარატის ემბრიოტოქსიურობა, ქალებში რეპროდუქციის პერიოდში მისი დანიშვნა შეიძლება მხოლოდ ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალებების გამოყენების შემდეგ.
პრეპარატის მიღების წინ ორსულობა უნდა გამოირიცხოს.
უსაფრთხოების მიზნით პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გაფრთხილება