ფაგობიოდერმი / PHAGOBIODERM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ქსოვილების რეპარაციული რეგენერაციის მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა
ფირის 1 სმ2 შეიცავს:
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი – 0,89მგ; ანესთეზინი (ბენზოკაინი) – 1,78მგ; პიოფაგი – არა ნაკლებ 104-ფაგისა; პროტეოლიზური ფერმენტი  α- ქიმოტრიფსინი – 0,13მგ; ბიოდეგრადირებადი პოლიმერი – 5,35-7,18მგ;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი – მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლების ჯგუფიდან ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით: იწვევს ბაქტერიის ფერმენტ დნმ-გირაზას ინჰიბირებას, რის გამოც ირღვევა დნმ-ის რეპლიკაცია და ბაქტერიების უჯრედების ცილის სინთეზი. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს მიკროორგანიზმებზე როგორც გამრავლების, ასევე მოსვენების ფაზაში.
პიობაქტერიოფაგი იწვევს 5 ძირითადი ჩირქმბადი მიკროორგანიზმის (Ps.aeruginosa, E.coli, Staphylococcus, Streptococcus, Proteus) ლიზისს, ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით.
α – ქიმოტრიფსინი შლის ნეკროზულ (მკვდარ) ქსოვილებს და ფიბრინოზულ წარმონაქმნებს (თრომბი, სისხლის შენადედები), აჯირჯვებს ბლანტ სეკრეტებს, ექსუდატებს.
ბიოდეგრადირებადი პოლიმერი ბიოშეთავსებადი ნაერთია, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ამინომჟავებად. ხასიათდება ბაქტერიციდული აქტივობით, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის და ეპითელიზაციის პროცესებს.

ფარმაკოდინამიკა:
თერაპიული ეფექტი მიიღწევა სამკურნალო ნივთიერებების მაღალი ლოკალური კონცენტრაციის გამო (დაბალი ინტეგრალური დოზის პირობებში) ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რასაც მინიმუმამდე დაყავს შესაძლო გვერდითი მოვლენები.

ჩვენება:
ძნელად შეხორცებადი, ინფიცირებული ზედაპირული ჭრილობები, ნაწოლები, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულები, დამწვრობები.

უკუჩვენება:
•    მომეტებული მგრძნობელობა ფირის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
•    ფენილკეტონურია (პრეპარატი შეიცავს ფენილალანინს);

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ფირში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

დოზირება და გამოყენების წესი:
სტანდარტულად დამუშავებული ჭრილობა საგულდაგულოდ ირეცხება ნატრიუმის ბიკარბონატის 4-5%-იანი თბილი წყალხსნარით და “ფაგობიოდერმის” ფირი ედება ჭრილობას მიმდებარე ქსოვილების მცირე გადაფარვით. ფირს ზემოდან ეფარება დოლბანდის ტამპონი და ფიქსირდება. 2-3 დღეში ერთხელ ტარდება რევიზია – თუ ფირი გაწოვილი ან ძლიერ ფრაგმენტირებულია, იდება ახალი. მიხორცების შემთხვევაში ფირი  რჩება  ჭრილობის სრულ შეხორცებამდე.

სიფრთხილე:
არაკომპესირებული შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული ტროფიკული წყლულების მკურნალობისას მცირდება  ფაგობიოდერმის თერაპიული ეფექტურობა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არსებობს სათანადო კვლევები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის ვადა:
2 წელი.

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე.

შეფუთვა
პირველადი შეფუთვა: 4სმ×5სმ ზომის პერფორირებული ფირი იფუთება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის ფირფიტაში.
მეორადი შეფუთვა: ერთი ფირფიტა ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

მწარმოებელი: ნეოფარმი ,,პოლიმერფარმი”-სთვის.საქართველო.

გაფრთხილება