ფარინგოსპრეი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიური საშუალებები

შემადგენლობა:
მცენარეული ზეთი, ქაცვის ზეთი  (Oleum Hippophaes), გულყვითელას ყვავილების ზეთოვანი ექსტრაქტი  (Oleum Calendulae) და ბერგამოტის ზეთი (Oleum Bergamii).

გამოყენება:
ხსნის პირის ღრუს და ყელის ლორწოვანის გაღიზიანებას სხვადასხვა მანიპულაციის შემდეგ, ან ანთების შემთხვევაში.

მოქმედება:
პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ყველა ნივთიერება-ბუნებრივი ზეთებია, რომლებიც ქმნის მექანიკურ დამცავ ფენას პირის ღრუს და ყელის ლორწოვანზე. ეს ეხმარება ლორწოვანს ტენიანობის და დრეკადობის შენარჩუნებაში, ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას და ტკივილს, ამცირებს ყელის გამაღიზიანებელ შეგრძნებებს და ხახუნს, ამგვარად აუმჯობესებს ყლაპვის პროცესს.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:
გამოყენება არ შეიძლება პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგია) შემთხვევაში. დაუშვებელია საშუალების მოხვედრა თვალში! შესაძლებელია 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვა:
მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება მყარად დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე  (15–25ºC). გამოყენების დაწყების შემდეგ აუცილებელია 3 თვის განმავლობაში მიღება.

გამოშვების ფორმა: 20მლ აეროზოლი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Silvanols, ლატვია

გაფრთხილება