ფემიზოლი – FEMIZOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი), პამაბრომი, პირილამინის მალეატი/ PARACETAMOL; PAMABROM; PIRILAMINE MALEATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდენი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები:
შეფუთვაში 24 ც.
1 ტაბ.
აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი)………. 500 მგ
პამაბრომი…………………………………     25 მგ
პირილამინის მალეატი………………       15 მგ
დამხმარე ნივთიერები:
კალციუმის სულფატი, კროსკარმელოზური ნატრიუმი, ლაქტოზა, მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალიუმის გლუკონატი, კრემნიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლიანი გლიკოლატი, სორბიტოლი, სახამებელი, სტეარინის მჟავა.
გარსი: ჰიროქსიპროპილმეთილცელულოზა, მინერალური ცხიმი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
განპირობებულია პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.
აცეტამინოფენი
(პარაცეტამოლი) – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ავლენს ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას თერმორეგულაციის ცენტრზე ზემოქმედებისა და ცნს-ში პროსტალგანდინების სინთეზის ინჰიბირების ხარჯზე.
პამაბრომი – ქსანტინის ჯგუფის დიურეტიკი, აქვს სპაზმოლიზური და დიურეზული მოქმედება. სპაზმოლიზური ეფექტი დაკვიშირებულია ცამფის დაგროვებასთან, რაც აფერხებს მიოზინის ურთიერთქმედებას აქტინთან და ამცირებს გლუვი კუნთების კუმშვადობის უნარს. დიურეზული ეფექტი დაკავშირებულია წყლის, ნატრიუმის და ქლორიდების ტუბულარული რეაბსორბციის შემცირებასთან.
პირილამინის მალეატი
– ჰისტამინო-რეცეპტორების ბლოკატორი, ხასიათდება ანტიჰისტამინური მოქმედებით, პირველ რიგში ანთებითი რეაქციების ალერგიული კომპონენტების ბლოკირების ხარჯზე.

ჩვენებები:
პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომური თერაპია, შემდეგი სიმპტომების შემსუბუქების მიზნით: მუცლის ქვედა არის, თავის, ზურგის ტკივილი, სპაზმები, ნაწლავების შებერილობა, შეშუპება, გაღიზიანება ძილის დარღვევა.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით ინიშნება 1-2 ტაბლეტი წყალთან ერთად. ყოველ 4-6 საათში საჭიროების მიხედვით. არა უმეტეს 8 ტაბლეტისა დღე-ღამეში.
12 წლამდე ბავშვებში – ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები:
ცნსის მხრივ:
ძილიანობა, ძილის დარღვევა.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება.
ალერგიული რეაქციები:
გამონაყარი კანზე, ქავილი, კვინკეს შეშუპება.
ხანგრძლივი გამოყენებისას:
ანემია, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების დარღვევა.

უკუჩვენებები:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, ორსულობა, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბება შესაძლოა გამოვლინდეს აგზნებადობით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით. მძიმე შემთხვევებში – ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევით. თუ პრეპარატის მიღებული რაოდენობა არის გადაჭარბებული, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ზედიზედ 10 დღის განმავლობაში, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.
◄არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე ემფიზემის, ქრონიკული ბრონქიტის, გლაუკომის შემთხვევაში.
◄პრეპარატის მიღების დროს სასურველი თავის შეკავება ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან.
◄ძუძუთი კვების დროს პრეპარატი ინიშნება აშკარა აუცილებლობისას, ექიმის მითითებით.
◄პრეპარატის მიღების ფონზე პაციენტს მართებს თავის შეკავება ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან, ასევე სიფრთხილის გამოჩენა ისეთი სამუშაოს შესრულების დროს, რომელიც საჭიროებს ყურადღებას და ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების სისწრაფეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აცეტამინოფენი აფერხებს ანტიბიოტიკების გამოყოფას ორგანიზმიდან. პრეპარატის სედატიური ეფექტი აძლიერებს ცნს-ის ისეთი დეპრესანტების მოქმედებას, როგორიც არის ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები, საძილე და სედატიური საშუალებები.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

გაფრთხილება