ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რძემჟავა/Lactic acid
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება
შემადგენლობა: ერთი ვაგინალური სუპოზიტორია რძემჟავა 100მგ (100% ნივთიერებაზე გადათვლით)
მაკროგოლი – 1500 (პოლიეთილენოქსიდი – 1500)- 92-98%, მაკროგორლ – 400 (პოლიეთილენოქსიდი – 400) 8-2%
აღწერილობა: სუპოზიტორიები თეთრი ან მოთეთრო მოყვითალო ფერის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: რძემჟავა წარმოადგენს საშოს ნორმალური რზემჟავაბაქტერიების ცხოველმყოფელობის პროდუქტს. უზრუნველყოფს საშოს pH შენარჩუნებას 3,5-4,5 ფარგლებში. რძემჟავას შემცველი სუპოზიტორიები უზრუნველყოფენ, საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენასა და შენარჩუნებას. თრგუნავს პათოგენური და პირობით პათოგენური ფლორის ზრდა განვითარერებას.
გამოყენების ჩვნებები: საშოს დარღვეული მიკროფლორისა და pH ნორმალიზაცია, მათ შორის ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობა (კომპლექსურ თერაპიაში)
უკუჩვენება: ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კანდიდოზული ვულვოვაგინიტი, ორსულობა, ლაქტაცია, 18 წლამდე ასაკი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: გამომდინარე იქედან, რომ კლინიკური კვლევები ორსულთა და ლაქტაციის პერიოდსი მყოფ ქალებზე არ ჩატარებულა, პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენების წესი დოზირება: ინტრავაგინალური. 1 სუპოზიტორია შეჰყავთ საშოში, (დაწოლილ მდგომარეობაში) ერთ ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 10 დღე.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, ქავილი, ერთეულ შემთხვევაში ქავილი.
გამოშვების ფორმა: 100მგ ვაგინალური სანთელი – # 10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: შტადა, გერმანია