ფენოქსიმეთილპენიცილინი – PHENOXYMETHYLPENICILLIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ანტიბიოტიკს ბიოსინთეზური პენიცილინების  ჯგუფიდან, ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით. პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი) და გრამუარყოფითი (მენინგოკოკი, გონოკოკი) კოკების, სპიროქეტების, კლოსტრიდიის, კორინებაქტერიის მიმართ.
იგი არ მოქმედებს სტაფილოკოკების შტამებზე, რომლებიც წარმოქნიან პენიცილინაზას, ტუბერკულოზის მიკრობაქტიერიაზე, უმრავლეს გრამუარყოფით ბაქტერიებზე, ვირუსებზე, რიკეტსიებზე. პრეპარატი მჟავაგამძლეა.

ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის:
ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, ქუნთრუშა, ოტიტი, გონორეა, სიფილისი, ტეტანუსი, ციმბირის წყლული, კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი დაავადებები. რევმატიზმის გამწვავების პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალურია. საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს მოზრდილებში და ბავშვებში 10 წლის ასაკის ზევით ინიშნება – 3000000 ეთრ/დღეში.
მძიმე მიმდინარეობის ინფექციის დროს პრეპარატის დოზა იზრდება 6000000-9000000 ერთ-მდე დღეში.
ბავშვებში 10 წლამდე ასაკის – 50000-100000 ერთ/კგ სხეულის წონაზე დღეღამეში.
პრეპარატით მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 5-7 დღეს. ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ – არანაკლებ 7-10 დღე.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, ერითემა, კვინკეს შეშუპება, რინიტი, ეოზინოფილია, ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი). იშვიათად აღინიშნება პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (სტომატიტი, ფარინგიტი).

უკუჩვენებები
* აფტოზური სტომატიტი, ფარინგიტი;
* მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით პენიცილინების მიმართ შესაძლოა განვითარდეს ჯვარედინი ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მიმართ.

გაფრთხილება