ფერსინოლ – Z

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი და ანემიის საწინააღმდეგო საშუალება. ჰემოპოეზის მასტიმულირებელი რკინის პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინის სპანსულირებული კაფსულები:
6 სპანსულირებული კაფსულა დაბეჭდილი ბლისტერზე, კოლოფში 5 ბლისტერი.
1 კაფს.
რკინის სულფატი გამომშრალი ………………….1450 მგ

ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) …………………….0.5 მგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ………………..50 მგ

თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) ………..2 მგ

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) …………………..2 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) ……..1 მგ

ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) ………………….10 მგ

თუთია (სულფატის ფორმით) …………………..25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, საქაროზა, კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზა, პოვიდონი, გლიცერინის მონოსტეარატი, ფუტკრის დინდგელი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ჟელატინი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, ჟელატინი, ერითროზინი, ინდიგოტინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფერსინოლ-Z ანემიის საწინააღმდეგო კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია რკინადეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რკინის სულფატი (II)
ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს. უზრუნველყოფს რკინის შემცველი მეტაბოლიტების სინთეზს. მიკროდიალიზურ გრანულებში C ვიტამინთან და B ჯგუფის ვიტამინებთან კომბინაციაში რკინის არსებობა აუმჯობესებს იონიზირებული რკინის შეწოვას და ათვისებას, ახდენს მისი პროოქსიდური მოქმედების პრევენციას, ხელს უწყობს ცილების კარგად ათვისებას.
ასკორბინის მჟავა
(ვიტამინი C) არეგულირებს სისხლის შედედებას, ჟანგვა-აღდგენით პროცესებს და ლიპიდების დონეს სისხლში, მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ასევე ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაზრდით.
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების ჩამოყალიბებისათვის. ორგანიზმში აღდგებიან ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოენზიმს. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში.
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) როგორც კოფერმენტი მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) უჯრედული სუნთქვისა და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის ინფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მ.შ. კანის უჯრედების).
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ნიკოტინამიდი
(ვიტამინი PP) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვალში.
თუთია სულფატის სახით ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური განვითარებისათვის, მონაწილეობს რიგი ჰორმონების წარმოქმნაში. თუთიის ბიოლოგიური როლი ასევე განისაზღვრება მისი აუცილებლობით სისხლის წარმოქმნის პროცესების მოწესრიგებაში, ჭრილობების რეპარაციაში, რომლის მოქმედების მოლეკულური მექანიზმები დაკავშირებულია ბევრი ფერმენტის შემადგენლობასა და ფუნქციონირებაში თუთიის მონაწილეობასთან.

ჩვენებები:
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
რკინის ფარული დეფიციტი;
სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვა);
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
ჰიპო- და ავიტამინოზები.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება შიგნით უშუალოდ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებში
1-2 კაფსულა დღეში 2-ჯერ, საშუალოდ 3 თვის განმავლობაში (ანემიის სიმძიმის მიხედვით).
რკინის ფარული დეფიციტის დროს
1-2 კაფსულა დღეში ერთხელ 3-4 კვირის განმავლობაში.
ორსულ ქალებში,
დაწყებული ორსულობის მე-14 კვირიდან, ყოველი ორი კვირის შემდეგ ერთი კვირიანი შესვენებით მშობიარობამდე თითო კაფსულა დღეში ერთხელ.
ლაქტაციის პერიოდში
1 კაფსულა დღეში მკურნალობის. ხანგრძლივობა განსაზღვრება ინდივიდუალურად პლაზმაში რკინის კონტროლით.
რკინის უკმარისობის გამოხატული კლინიკური გამოვლინებისას მკურნალობის ხანგრძლივობა 3-6 თვეს შეადგენს. ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებისას თერაპია კიდევ თითქმის 2 თვეს უნდა გაგრძელდეს ორგანიზმში რკინის დეპოს სრულად შევსებამდე.
სამედიცინო აბორტის წინ
1-2 კაფსულა დღეში 10 დღის განმავლობაში.
გეგმიური ოპერაციების წინ
1-2 კაფსულა დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.
მენსტრუალურ პერიოდში:
1 კაფსულა 2 დღე მენსტრუაციის დაწყებამდე, მთელი მენსტრუაციის განმავლობაში და 2 დღე მისი დასრულების შემდეგ. პრეპარატის გამოყენების საერთო ხანგრძლივობა, მენსტრუაციის დღეების ჩათვლით, 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
პირებისთვის ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით, ასევე ჰიპო და ავიტამინოზის დროსრეკომენდებულია 1-2 კაფსულა დღეში. პროფილაქტიკისა და თერაპიის კურსი 10 დღეს შეადგენს.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
ყაბზობა ან დიარეა, ღებინება, გასტრალგია.
ცნსის მხრივ: ძილის დარღვევა, აგზნება, დეპრესია.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზემური მოვლენები, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* რკინის დეფიციტით არგამოწვეული ანემიები (აპლასტიური, ჰემოლიზური, სიდეროაქრესტიული, ტყვიის ანემიები, მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ვიტამინის B12-ის ან ფოლის მჟავას დეფიციტით);
* ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
* ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ რკინის შეწოვის დაქვეითება რომ არ მოხდეს, რეკომენდებული არაა კაფსულებზე შავი ჩაის, ყავის ან რძის მიყოლება.
◄ განავლის მუქი შეფერილობა დაკავშირებულია შეუწოველი რკინის გამოყოფასთან და მას კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს, არ აქვეითებს ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები:
ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, კანის მკრთალი ფერი.
მკურნალობა:
საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან მიმართვა ან პაციენტის კლინიკაში მიყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ორგანული მჟავები, კალციუმის მარილები, ფოსფატები, ფიტინი, ქოლესტირამინი, ასევე ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს არღვევენ რკინის შეწოვას არახსნადი კომპლექსების წარმოქმნის შედეგად.
– კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველი პრეპარატები ამცირებენ რკინის შეწოვას.
– ფენობარბიტალთან, კარბამაზეპინთან, ვალპროატთან, სულფასალაზინთან, ჰორმონულ კონტრაცეპტივებთან, ფოლის მჟავას ანტაგონისტებთან, ტრიმეტოპრიმთან, პირიმეტამინთან და ტრიამტერონთან ერთად გამოყენებისას, ქვეითდება ფოლის მჟავას ათვისება.
– ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ასევე პენიცილამინთან ერთად დანიშვნისას წარმოიქმნება კომპლექსური ნაერთები, რომლებიც ამცირებენ რკინის შეწოვას და ანტიბიოტიკების ანტიმიკრობულ აქტივობას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება