ფიბრო-ვეინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ნატრიუმის ტეტრადეცილ სულფატი/ SODIUM TETRADECYL SULPHATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვენომასკლეროზებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვენომასკლეროზებელი საშუალება. ხასიათდება ზედაპირულად –აქტიური, თრომბის წარმომქმნელი თვისებებით. ვენაში შეყვანისას იწვევს თრომბის წარმოქმნას და მის შემდგომ ორგანიზაციას და მის „შეზრდას“ სისხლძარღვის კედელზე. არ ახდენს შესამჩნევ გავლენას ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციაზე, სისხლისა და შარდის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. პერივასკულარულ ქსოვილში მოხვედრისას იწვევს გამაღიზიანებელ მოქმედებას.

ჩვენებები:
კონსერვატიული ინექციურ–მასკლეროზებელი მკურნალობა ავადმყოფებში ქვედა კიდურების ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაფართოების დასაწყისსა და ზომიერად გამოხატული გაურთულებელი ფორმების დროს, როცა დადგენილია ღრმა და კომუნიკაციური ვენების კარგი გამტარებლობა, აგრეთვე გაბნეული ტიპის ვარიკოზის დროს, როცა ყველა ვარიკოზული ნაწილის ამოღებისთვის  ოპერაციული ჩარევა პრაქტიკულად შეუსრულებელია;
კომპლექსური მკურნალობა ან ოპერაციის შემდგომი პერიოდი „გამოთიშული“ ვარიკოზული  კანქვეშა ვენების სკლეროთერაპიისთვის. (1 და 3% ხსნარი);
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბავშვებში კანის ანგიომები, ლიპომები, სანერწყვე ჯირკვლების კისტა.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა; წვივისა და თეძოს ღრმა ვენების მწვავე თრომბოზი და გაუვალობა, რომელიც მიდის მწვავე თრომბოფლებიტით, ვარიკოზული ვენების ვრცელი და გამოხატული გაგანიერება (მათ შორის, ღრმა)  სარქველების ნაკლოვანებით, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების სიმსივნის ფონზე განვითერებული ვარიკოზი, მიგრირებადი ფლებიტი, მაობლიტიებელი ენდარტერიტი, ფლებოსკლეროზი, ცხელება, ალერგიული დაავადებები და მდგომარეობები, ფლეგმონა, შაქრიანი დიაბეტი, ტოქსიკური თირეოტოქსიკოზი, ბრონქიალური ასთმა, ონკოლოგიური დაავადებები, მწვავე ინფექციები, ტუბერკულოზი, სეფსისი, სისხლის უჯრედული ცვლილება, მწვავე რესპირატორული და კანის დაავადებები, ზოგადი დაავადებები, რომელიც მოითხოვს წოლით რეჟიმს, გულის დაავადებები დეკომპენსაციით, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი ეფექტები:
ადგილობრივი რეაქციები (ჰიპერემია, წვა, მტკივნეულობა, პიგმენტაცია, ინტრავარიკოზული ჰემატომა შეყვანის ადგილზე, აღმავალი ფლებიტი ან თანმხლები პერიფლებიტის გარეშე).
სისტემური რეაქციები:
თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბონქოსპაზმი, ცხელება, ანაფილაქსიური შოკი), ფილტვის ვენის თრომბოზი, სისტემური ინფექციები (ინექციის ადგილის კანის ნეკროზი). შემთხვევით არტერიული შყვანის დროს – მომტანი სისხლძარღვის ობლიტერაცია (კიდურის ამპუტაციამდეც კი), თრომბოემბოლიები (პროცედურიდან 4 თვის შემდეგაც კი); პარავენოზურისას – რბილი ქსოვილების ნეკროზი და სისტემური ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:
ვენომასკლეროზებელი თერაპიის კურსის  ჩატარებამდე აუცილებელია პრეპარატის საცდელი შეყვანა შესაძლო ინდივიდუალური აუტანლობის დასადგენად. ავადმყოფის ფეხზე დგომისას, კანის პერპენდიკულარულად შეყავთ ნემსი (შპრიცის გარეშე), უფრო მეტად გამოხატული, დისტალურად მდებარე ვარიკოზულ კვანძში. როგორც კი ნემსიდან გადმოვა სისხლი, ავადმყოფს აწვენენ ზურგზე, კიდურს წევენ 30–400 კუთხით. შეყვანის შემდეგ პუნქციის ადგილს დააჭერენ სტერილურ მარლის ბურთულას, ნემსს გამოაძრობენ. პუნქციის ადგილს დახურავენ ნახვევით, ხოლო ფეხს ტოვებენ აწეულ მდგომარეობაში, დაბინტავენ ელასტიური ბინტით ტერფების თითებიდან თეძოს ზედა მესამედამდე. ღრმა ვენების ენდოთელის დაზიანების ასარიდებლად მათი შემდგომი დათრომბვით ავადმყოფებს ურჩევენ ინექციის შემდეგ მაშინვე ენერგიულ სიარულს არა ნაკლებ 2–3 საათი.
ეტაპობრივი ინექციურ–მასკლეროზებელი თერაპიის აუცილებლობისას ზედაპირული ვენების სკლეროზირებას იწყებენ კიდის ტოტებიდან, ხოლო ძირითად ვენოზურ ღეროში შეყვანას ახდენენ ბოლოს.
ზომიერი ვარიკოზისას და რბილი ადვილად ჩავარდნადი კვანძებისათვის ნაჩვენებია 1% ხსნარი, ხოლო მსხვილი კვანძებისათვის სქელი კედლებით – 3% ხსნარი. 1 სეანსის დროს პრეპარატი შეყავთ 2–6 წერტილში 0.5–2მლ თითოეულში (მიღებულია 1მლ). გავრცობილი ვარიკოზული პროცესისას ხსნარით ინექციას იმეორებენ – 2–10–ჯერ, 3–5 დღიანი ინტერვალით. პრეპარატის მაქსიმალური რაოდენობა კურსზე შეადგენს 6–30მლ1% ხსნარს ან 4–10მლ 3% ხსნარს.
ქირურგიულ ოპერაციასთან ერთად კომბინირებული მკურნალობისას შეყავთ ვარიკოზულ ნაკადში (ზედაპირული მაგისტრალური ღეროების ამოღების შემდეგ).

განსაკუთრებული მითითებები:
მას შემდეგ, რაც დარწმუნებიან ქვედა კიდურების ღრმა და კომუნიკაციური ვენების  გამავლობაში ვენების სკლეროზირებას ახდენენ სიფრთხილით,  და ექიმის თანდასწრებით, რომელსაც აქვს  მსგავსი მეთოდიკის ჩატარების გამოცდილება აქვს. მოერიდეთ ექსტრავაზალურ (პარავენოზურ) და არტერიაში მოხვედრას.
პრეპარატი არ გამოიყენება ხსნარის პრეციპიტაციისა და ფერის შეცვლის დროს. ტემპერატურის დაქვეითებისას ხსნარში შეიძლება ნალექის გაჩენა, რომელიც ქრება ოთახის ტემპერატურამდე გათბობისას. 1% ხსნარი მიიღება 3% ხსნარის დისტილირებული წყლით გაზავებით. რეციდივების პროფილაქტიკისათვის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფმა უნდა ატაროს ელასტიური წინდა.

ურთიერთქმედება:
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ჰეპარინთან. არ არის რეკომენდებული პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენება (განსაკუთრებიათ ანტიოვულატორული).

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 0.2% და 3%: ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

მწარმოებელი: STD PHARMACEUTICAL

გაფრთხილება