ფიტოლიზინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: FITOLYZIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დიურეზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შინაგანად მისაღები პასტა:
ალუმინის ტუბში 100 გ
1 გ
ფორთოხლის ზეთი………..        0.15 გ
სალბის ზეთი……………………    1.0 გ
ბაღის პიტნის ზეთი……………    0.5 გ
ფიჭვის ზეთი…………………..     0.2 გ
შემდეგი სამკურნალო მცენარეების სქელი ექსტრაქტების ნარევი:
ოქროწკეპლა, მინდვრის შვიტა, ჩვეულებრივი მატიტელა ჭანგის ძირი, ხახვის ფურცლები, არყის ხის ფოთლები, ულუმბოს თესლები, ოხრახუშის ფესვები, ცისკარას ფესვი – 67.2.
დამხმარე ნივთიერებები:
აგარი………….                1.2 გ
ნიპაგინ A…………..          0.2 გ
ხორბლის სახამებელი…..  2.3 გ
ვანილინი……………..       0.0004
გლიცერინი …………..   100 გ-მდე

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფიტოლიზინი ავლენს შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ მოქმედებას, ხელს უწყობს ქვიშის და მცირე ზომის კომპონენტების გამოდევნას საშარდე გზებიდან, ამცირებს შარდის მინერალური კომპონენტების მინერალიზაციას.

ჩვენებები:
საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნეფროუროლითიაზი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ინიშნება 1 ჩაის კოვზი პასტა, გახსნილი 1/2 თბილ, დამტკბარ წყალში. 3-4 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: ზოგჯერ – გულისრევა.
გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* გლომერულონეფრიტი;
* ფოსფატური უროლითიაზი;
* 18 წლამდე ასაკის მოზარდები.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: HERBAPOL, პოლონეთი

გაფრთხილება